ჩანაწერს ვუყურე, ანგარიშები ვიცოდი უკვე
ძალიან მაგარი თამაში იყო
პედროზე პრინციპში ყველაფერი დაწერეთ უკვე, რაღა დავამატო, ძალიან ზრდასრული დამწიფებული უკლასნესი იგროკია, ლუბოი ეპიზოდში წამის მეასედში იცის რა უნდა გამოადნოს, ძალიან ჩოტკი, უსწრაფესი (აზარზე სწრაფია), თუ დააკვირდით უკანაც რა საკაიფოდ ჩამოდიოდა და იბრძოდა, 2 ვარჯიშში აუხსნა ჟოზემ ავტობუსში რომელ სიდენიაზე უნდა დაჯდეს როცა გვიტევენ...რავი რაღა დავწერო, ვიმედოვნებ რომ ასევე გააგრძელებს
პედროს ასეთ ეფექტთან და სავარაუდო გალიდერებასთან დაკავშირებით ვიტყოდი რომ - ბარსას ფანებო ცოტა დაცინვას დაუწიეთ, საკმაოდ ბლაგვი ხალხი გვყავს წინ, ვერც აზარი ვერ არტყამს კარში, ვერც ვილიანი, შურლე, კუადრადო და სხვებში კაი ფულები გადავიხადეთ მარა თუ არ გინახიათ, გაიკითხეთ მაინც, ყველას რაღაცა ყ ლეობა სჭირს ჩვეანთან, სხვაგან ლომები არიან, კარში დამრტყმელი არ გვყავს!!!!!!!!
ალბათ მიაქციეთ ყურადღება რომ წვიმდა და ძალიან გვიჭირდა, მე ვფიქრობ მშრალ თამაშებში კიდევ უფრო მწარედ დავსჯით ასეთ გუნდებს, გადავწვავთ შეტევებში
ამ გუნდს აქვს ერთი სერიოზული პრობლემა, ადრეც დავწერე და დღეს პირველ გაშვებულზეც კარგად ჩანს, როდესაც საჯარიმოში მორისონს ჩაუწოდეს არც მატიჩია იქ არც სესკი, არ/ვერ ასწრებენ, ორივე ნელია, სესკი სუსტია, ზონები სულ ღიაა, ასეთი რაღაცა როგრო იქნებოდა ლამპარდ-ესიენის დროს???!!!მარა ნუ რას ვიზამთ, ჟოზეს უნდა რომ რაც შეიძლება შემტევი გუნდი ყავდეს სესკი 4-ზე, მოტიტვლებული აპორნი ზონით, მაგრამ წინ რომ წავალთ მეტოქე მომაკვინებელ პანიკაში ჩავარდება, 3-4 თამაში და შარშანდელზე უფრო სექს ფეხბურთს ვითამაშებთ, არ აკვირდებოდით რა დვილად გვეჭირა ბურთი?ეს კიდევ დასაწყისია, ეხლა ცოტა დუხზე მოვა გუნდი, შეთამაშდება, მოგვიხდა ბარსას სისხლის გადმოსხმა, სულ უფრო და უფრო მოვუმატებთ
მატიჩი დღეს ძაან ჩლახო იყო, ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ მაგის მინუსებზე მარა, ჯერჯერობით შეუცვლელი ხერხემალია, საკმადო სწრაფად ათრევს ბურთს, კარგად იჭერს და ნუ რა ვქნათ 1-2 მინუსი ყველას აქვს
სესკმა საშუალო ტამაში დადო, ვერაფერს მივაჯვამ, გოლი რომ გავუშვით მანდ ეგ უნდა მდგარიყო ეპრესინგა აფარა ეკეტა, მარა არ შეუძლია მაგდენი, სამაგიეროდ წინაა გენიალური, ხოდა აი ასეთი არჩევანი გააკეთა ჟოზემ, მოასუსტა დაცვა და წინ გადაისროლა შემტევი ძალები, რავი ვნახოთ
ვილიანი სხვათაშორის საკმაოდ კარგად მოძრაობდა, არ ვიცი სად ატამაშებს ბოლობოლო, ნუ 10 არაა მაგის საქმე, კარში დარტყმა არ იცის, საერთოდ არც აქვს და არც ავარჯიშებს ამ კომპონენტს, სირცხვილია რა...მოკლედ არ ვიცი პრინციპში უკვე ოსკარის ნახვა მომენტრა ისე დამღალეს სესკმა და ვილიანმა, ჟოზემ იფიქროს
კოსტას უდავოდ კაი თამაში ქონდა, ვნახოთ რამდენად მეტოქის უკლასობა იყო დღეს და რამდენად რეგულარული ხასიათი ექნება ამას
დღეს ყველაზე მეტად აზარი მომეწონა, აი ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა, გახსოვთ კუადრადოს პირველი თამაში?აი მე მახსოვს, ის იყო ვილიანის საუკეთესო ტამაში და მოყოლებული თებერვლიდან ვილიანმა ძალიან მაგარი ფორმა აკრიფა, მოტივაცია გაეზარდა ის მახინჯი რომ დაინახა...თითქოს ასევე იყო აზარიც, კი ბატონო კარში ვერ დაატყა, 1-2 კაი ეპიზოდი და ჩარჩოშიც ვერ არტყამს, ვიცით, გავიგეთ, მაგრამ ბურთს როგორ ატრევს?მმმმმმმმ ძაააან სექსი ბიჭია რა, აი ძალიან ძლიერია აზარი ბურთის თრევაში, ალბათ მარტო მესი თუ ჯობია, აიღებს ამ ბურთს და ათრეეეეეეეეეეეეეეევს, არჩერდება არაააააა, არ იღლებააააააა...მოკლედ როგორც ვიძახდით, აზარი ცოტა უკან, ბურთის თრევაში, ხოლო პედრო ცოტა წინ კარში დარტყმებში, მგონი აშენდება სოფელი....თან ედანამ უყუროს ისწავლოს პედრო არის უმაღლესი კლასი
მიმაგრებული სურათი