ძალიან სუსტ გუნდს ვეთამაშეთ, არც მახსოვს ოფიციალურ თამაშში ასეთი სუსტი მეტოქე, ნახევარი გუნდი მოყვარული არაპროფესიონალები იყვნენ თითქოს
მიუხედავად ამისა ამ შეხვედრაშიც მოახერხეს ტერიმ და ივანოვიჩმა 2-3 ჯერ ჩაჯმა
რაც მეტად ვუყურებ ტერის თამაშს მით ვრწმუნდები რომ ბოლო წელია და გაუშვებენ

აი სამოყვარულო გუნდთანაც ყვითელი და ფოლები ქონდა
ივანოვიჩს კიდე რას ერჩის ჟოზე?ან მაგას რას აწვალებს ან ჩვენ?ხომ ხედავს რომ ფლანგზე ყველა უსწრებს, ყველაფერში იჯვამს რაღას აყენებ დაანებე რა თავი ბლიად...გაიჩალიჩებს ჟოზე ეხლა და ივანოვიჩსაც გააგდებენ არადა ჯერ იმდენი სისწრაფე კიდე შერჩა რომ ცენტრში შეწიო და 1-2 სეზონი მაინც ათამაშო ამხელა გამოცდილება აქვს, ვიცე კაპიტანია ბოლო ბოლო, ეჰ რავი რა
კეჰილს რაც შეეხება ამ ტოტალური დაყლევების ფონზე ალესანდრო ნესტაა

არადა 4-5 თვის წინ წინა სეზონში ტამაში არ გავიდოდა რამე არ მოეჯვა საშინლად..წელს ძალიან სანდოა
ბაბა რაჰმას რაც ვუყურე ძალიან მედიუმია ჯერ, წინ საერთოდ ვერაფერს იგონებს, არც სისწრაფით გამოირჩევა არც რამე ტაქლებით ან ძალით, მოკლედ არ ვიცი მაგისგან რა იქნება, აი ბერტრანდი უეკეთ თამაშობდა მგონი, რავი დაწერეთ რას ფიქრობთ თქვენც
საუკეტესო იყო კენედი, კაი ტამაში ჩაატარა, სისწრაფე დრიბლინგი ძალა ყველაფერი საკამრისი აქვს, კაია რომ 19 წლიდანვე ეჩვევა მაგის კოჭები ჯორცხენულ რტყმებს, ძალიან კარგად კომბინირებდნენ ლოფტუსასთან და მიკელთან, ძირიტადად მარცხენა ფრთიდან ვქმნიდით საინტერესოს, სადაც ბაბაც ირებდა მონაწილეობას, 4-3-3 ტაქტიკა იყო, ჩემი საყვარელი, ხოდა ლოფტუსა შუა სამეულის მარცხენა წევრი იყო, ნუ მაკაბივით არ უტამაშია მარა ნორმ თამაში ქონდა, გამოცდილება და სელფ-ესტიიმი გაეზარდა
აი კენედის ერთი მინუსი აქვს, სულ მარცხენათი თამაშობს, მარჯვენას არ ხმარობს, ვგულისხმობ როცა დრიბლინგზე მიდის, ძაან სწორხაზოვანია დაჯერჯერობით აზარივით შეუჩერებელი არაა...თუმცა გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა

რეაქცია ქონდა მაგარი
ფალკაო ცოდოა რა, არ მინდა ცუდის დაწერა, ცდილობდა წვალობდა, უიღბლო დრე ქონდა, ერთ მომენტში მცველმა კარის ხაზიდან გამოუძრო უკვე გასული გოლი...მოკლედ მაგის კუნძულური ფეილი სეზონის ბოლოს დასრულდება, აიბარგება და გაფრინდება თბილ ქვეყნებში რომ კარიერის მიწურილს რამე დიდ ფეხბურთს დაუბრუნდეს...ნურაფერს ნუ მოვთხოვთ ბევრი არაფერი გაგვირისკია მაგის მოყვანით, ერთადერთი რა ფუნქციაც დარჩა ეხლა მაგას, ლიგის პლეიოფში სადმე რეალ ბარსა ბაიენრს თუ გადავეყარეთ კოსტას წაეხმარება მეორე ტაიმში (ტორესი 12-ვით) და ვსიო, მადლობა და წავა!
რემი ფლანგზე ვერაფერი მარა მთლიანობაში თავის საქმეს ეგ კაცი აკეტებს და არ ვაფასებთ სათანადოდ
პედრომ კლასს გაუსვა კიდევ ერთხელ ხაზი, კაი გოლი შესვა, კაია სტაბილურობა
ჯილობოჯი შეიძლებოდა თავიდანვე შემოეგდო მარა არ გარისკა ჟოზემ და ბოლო 1 წუთი ითამაშა, 1 ხელ შეეხო ბურთს, ნუ დაფიქსირდა რა
მიუხედავად გოლისა და ასისტისა ვფიქრობ რომ რამირესი აღარ გვჭირდება, აქამდეც უნდა გაგვეყიდა, ლოფტუსა უკვე მზადაა, სეზონი ბოლოს გაყიდონ სანამ რამე ფასი კიდე აქვს
რავი სხვა რა ვთქვა
ეხლა მტავარია ნიუკასლმა მაკლარენი არ გაუშვას, როგორმე ჩვენამდე მიაღწევინონ, გუნდი ფსკერზეა და იშვიათი შანსი გვაქვს ადვილი 3 ქულა წამოვიღოთ მანდედან, ახალი მწვრთნელი უკვე ახლებურად დამუხტავს გუნდს და მკვდარი 1X იქნება ტრადიციულად