ორივე ძალიან მაგარი თამაშია დღევანდელი მოცემულობით
აი ის ლოგიკა რომ ბარსა უფრო გამოკვეთილი ფავორიტია წყვილში, ვიდრე იუვე-ბავარიაში და ამის გამო ვინმე ვინმეს მარტივად ამოტენის და ამის გამო არ ღირს ყურება არაა სწორი ჩემი აზრით
ინგლისშია თამაში, ძალიან ძალიან მაგარ სტადიონზე, ფანობა იქნება ძალიან მაღალ დონეზე.
სტადიონის განათება, ბალახის საფარი, ფორმები იქნება ძაან კაშკაშა და ფერადი ყველაფერი
+ 2 ძალიან შემტევი გუნდი
აი ძაააააალიან საფეხბურთო გარემო იქნება ლონდონში, გულშემატკივრების ხმაურით ატაცებული არსენალი მიაწვება ქაოსურად, ერთი თუ გაიტანეს დაინგრევა სტადიონი. ნუ მოკლედ ძალიან ცოცხალ თამაშს ველოდები მე პირადად. ბოლო წლებში არც მოუგია ბარსას მანდ და დღეს რატო ფიქრობს ვინმე რომ რამე გაირკვევა რავი. აი 2-1 რო მოიგო არსენალმა 1-0 დან რომ დააქამბექა მასეთი თამაში იქნება... ვან პერსიმ რო გაათანაბრა და წამოვიდა მთელი არსენალი და მთელი ლონდონი მგონი შეტევაზე.
ამას + ბარსელონას ტრიო რომლის მართლა ყველა სერიოზული თამაშის ნახვა ღირს იმიტომ რომ ძაან ქუჩურ გლეხურ ჯიგრულ სამხრეთულ ფეხბურთს თამაშობენ
და მეორე მატჩი კლასიკა.
იტალია ვს გერმანია მარადიული დაპირისპირება
თან ყველაზე იტალიური გუნდი, აი იტალია თავისი გაგებით..განა ინტერი, ან თუნდაც მილანი. იუვე იტალიური ფეხბურთის სახე ჩემთვის და იქიდან ბავარია გერმანული ფეხბურთის სახე (სახედაკარგული მაგრამ მაინც

)
ალეგრი ვს გვარდიოლა
ალეგრი სუფთა იტალიელი, იტალიური ხოდებით და აქეთ გვარდიოლა ფეხბურთის რომანტიკა
ორივე ძალიან კარგი გუნდი დღეს. არა ისეთი რომ ტიმოშუკის ბაიერნი და მილოშ კრასიჩის იუვე.
2 გუნდი რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის.
მე პირადად ბავარია-იუვეს მსგავსი თამაშების ყურება რო მისწორდება ეგრე არაფერი ფებურთში. თითეული რამე უმაღლეს დონეზე რო სრულდება. პასი, პრესინგი, ზონების დაკეტვა. თითოეულ შეცდომას რო ფასი აქვს უდიდესი. აი იუვე-ნაპოლი რაც იყო პირველი ტაიმი სანამ დაიღალა ხალხი. 0-0 რომც მორჩეს მაინც მგონია რომ უუუუუუმაღლესი დონის თამაში იქნება
ჰოდა რავი ნეიტრალურების ხმები ალბათ 50-50% ზე გაიყოფა რომელს უყუროს
ჰა ჰა 51-49% ბარსას სასარგებლოდ იმიტომ რომ ბარსაა და იმ სამეულისგან რაღაცა საოცრების მოლოდინში ხარ სულ რაც ყველას უყვარს ფეხბურთში