
მოთელვაზე არიან ტიპები
* * *


* * *
მოკლედ წავედით დილის სამ საათზე, წითელ ხიდამდე მანქანით. იქედან ახალი ე კლასის მერსედესები დადიან ბაქომდე 520 კილომეტრია და კაცზე 20 მანათი(1 მანათი 1$).
მე და ძმაკაცი + ერთი სალიდნი ბიძა, რომელმაც მოგვიყვა თბილისში კოლეგებმა მაქეიფეს და ხინკალიც კი ჩავუფინეო(არადა მუსლიმანი იყო ).
მთელი გზა თითქმის ავტობანია, საერთოდ არ დაიღლები.
თამაშზე მაგარი ამბავი იყო, ბილეთები მე დამახვედრეს. ხალხი უკმაყოფილო იყო რაღა ამ ბაქსელზე ჩაატარეს სადაც 12000 ეტევა, თიფიკ ბახრამოვსაც გაავსებდაო სადღაც 35000 ეტევა იქ.
დამხვდა ჩერეზ ახლობელი ჟურნალისტი, მოკლედ გაბალას ფანები არიან როგორც ჩვენთან ბოლნისი და სადღაც წალენჯიხის სქური, ურა და შარიანი ბალეშიკები, გაბალაში ჩასვლა ყველას ეზარებაო.
თამაშამდე დორტმუნდის ფანებს ვხედავდი ქალაქში 10-20 კაციან ჯგუფებად, ერთან მივედი და სურათი მეთქი, ნოუ ფრენდო და არ მინდაო. მეთქი შენი კეთილები თუ არ გინდა...
ადრე მივედით და მოთელვაზე ბორუსიელები კარგად აქტიურობდნენ. განსაკუთრებით ობამა და როისი.
ეს კავკასიელები ერთი ვართ რა, თამაში დაიწყო და ტრიბუნები კაი ერთი 15 წუთის მერე შეივსო.
აღმოსავლეთზე ვიჯექი, მე5 რიგში და ლამის 10 მეტრში მყავდა ბორუსიელები. მეორე და მეთორმეტე წუთებზე სასწაულით ვერ გაიტანეს აზერებმა.
უნდა ვთქვა რო ბაქოელებს დიდად არ ეხატებათ გაბალა, 2-3 აზერი თამაშობს და და დანარჩენი ჩერნამორეციდან და სხვა ლეგიონერები მოიყვანესო. პროსტა დორტმუნდის ნახვა გვინდაო.
თამაში კი ნახეთ, ვაიგლი რა მაგარი ყოფილატელევიზორში არ ჩანს, ცოცხლად რო ვაკვირდებოდი მაგარ სამუშაოს აკეთებს.
* * *

გერმანელი ფანები
* * *
* * *

ესეც მე
* * *

ძაან ახლოს ვიჯექი ლამის ხელის გაწვდენაზე
* * *
* * *
მეორე ტაიმში გუნდოგანი გადმოვიდა მარჯვენა მცველად და გინტერმა აიწია წინ მარჯვენა ფლანგზე.
როისი მესამედი ძალით თამაშობდა, ობამა ისე რა.
0-2 ზე უკვე ბვბ მესამედი ძალით თამაშობდა, 0-3 ხო საერთოდ გაჩერდნენ.
ბოლოს მთელი სტადიონი გაბალას ერთ გოლს ბალეშიკობდა უნდა გენახათ რა ამბავი იყო გოლზე, ლამის დაინგრა სტადიონი.
* * *
* * *

ბენდერი დადგა ჰუმესის მაგივრად, შმელცერი ჯუ ჰოს მაგივრად.
* * *

მადლობა ფანებს.
უნდა გენახათ ეგენი რა ყოფილან, რა ხმაშეწყობილად მღეროდნენ და რაღაც ფრაზებს სკანდირებდნენ, მთელი სტადიონი მაგათ უყურებდა ფოტო/ვიდეოს უღებდნენ.
* * *
* * *

ვიფიქრე გამოსვლის დროს სურათებს გადავუღებ მეთქი, მაგრამ ძაღლობამ და სტიუარდებმა გადაკეტეს ყველაფერი.
* * *
მოკლედ კარგად ვიჯერე გული, თან პატარა სტადიონი რო იყო, ძაან ახლოს დარბოდა ფეხბურთელები კაი იყო, ვინ იცის აწი როდის ვნახავ ცოცხლად ბვბ-ს.
* * *

საინტერესო დამთხვევა, ჩემი მეგობარი გოგო მოფრინავდა სტამბულიდან და ეგ ფოტო მომაწოდა ილუმინატორიდან გადაღებული.
This post has been edited by tasmanian wolf on 26 Oct 2015, 20:18