მარკო როისის მიერ ბუნდესლიგის ოფიციალური საიტისადმი მიცემული ინტერვიუ (არა სრულყოფილი, მომიტევეთ გრამატიკული შეცდომები

) )
ჟურნალისტი: როგორ შეაფასებდით პირველ წრეს?
მ.რ. : მთლიანობაში ძალიან ნორმალური პირველი წრე გვქონდა, გავიტანეთ უამრავი გოლი და ძირითადად გამოვიყურებოდით კარგად.
ჟ.: როგორ მოხდა კლოპის შემდგომი გადაადგილება ტუხელის ხელში?
მ.რ. : რა თქმა უნდა, მთლიანობაში ეს არც ისე იოლი პროცესია, ახალი მწრთვნელი, ახალი სათამაშო ფილოსოფია. ჩვენ პირველივე მატჩებიდანვე ვაჩვენეთ, რომ ძალიან კარგად ვიყავით განწყობილნი. მაგრამ ასევე იყო მატჩები სადაც საკუთარი თავი ვერ წარმოვაჩინეთ და ვერ ვაჩვენეთ ის, რასაც თუნდაც საკუთარი თავისგან ვითხოვთ, სწორედ ამით აიხსნება ჩვენი 8 ქულიანი ჩამორჩენა ბაიერნთან. შეიძLება ითქვას, რომ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად დავძლიეთ, თუმცა ისე კარგად ვერ ვასპარეზობდით, როგორც ბუნდესლიგაში.
ჟ: რამდენად სწრაფად შეეჩვიეთ ტუხელის ფილოსოფიას?
მ.რ.: ისეთი მსოფლიოს კლასის მოთამაშეები, როგორებიც ჩვენს კლუბში ირიცხებიან, მარტივად ეჩვევიან ცვლილებებს, რომლებიც ცხოვრებაში ხდება. ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე ჩვენ კარგად ვაჩვენეთ ტუხელის ფილოსოფია მოედანზე, ვფიქრობ, რომ ამას ყველა შეამჩნევდა. მართალია, ამას ყოველთვის 100 % ით ვერ ვახერხებდით, თუმცა სწორ გზას ვადგავართ.
ჟ: რა მიზნები გაგაჩნიათ სეზონის დარჩენილ ნაწილში?
მ.რ.: პრიორიტეტად ითვლება შევინარჩუნოთ სხვაობა ჩვენს მდევრებთან. ბუნდესლიგის საწყის ტურებში გველოდება დაპირისპირება ჩვენს უშუალო მეტოქე "გლადბახთან" რაც ფორმაში ყოფნისკენ მიგვითითებს. ჩემპიონობისთვის ბრძოლას რაც შეეხება, ძალიან რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით უკეთესები ვართ, ბაიერნი საშინლად სტაბილურია.
ჟ: თქვენი უახლოესი მდევარი ბერლინის "ჰერტაა", თვლით მათ სეზონის სენსაციად?
მ.რ. : მართალია, "ჰერტამ" ბევრი გააოცა. რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ბუნდესლიგის დონე ძალიან მაღალია. თუკი 100 %ით არ დაიხარჯები, გამარჯვება წარმოუდგენელია.
ჟ: რას ფიქრობთ, რისი გაუმჯობესება ჭირდება დორტმუნდს?
მ.რ. : მართალია ჩვენ გავიტანეთ არარეალური ოდენობის გოლები, თუმცა ასევე მივიღეთ ძალიან ბევრი საკუთარ კარში. ჩემი აზრით, ამის მიზეზი სათამაშო სტილის შეცვლაა, თუმცა აუცილებელია, რომ დაცვაში სტაბილურები გავხდეთ, რის შედეგადაც ჩვენ მარტივად მოვახერხებთ სათამაშო უპირატესობის მიღწევას და ვიქნებით უფრო აგრესიულები მოწინააღმდეგეებისთვის.
ჟ. შეძლებთ მიმდინარე წელს დორტმუნდთან ერთად ტიტულის მოგებას?
მ.რ.: ვიმედოვნებ. სამწუხაროდ ბოლო წლებში 2 ჯერ ვიყავით პოკალის ფინალში, თუმცა გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. ჩვენ ასევე შევეცდებით ევროპის ლიგაზე წარმატების მიღწევას, თუმცა თუ ასპარეზობას ისევე გავაგრძელებთ, როგორც ამას ჯგუფურ ეტაპზე ვახერხებდით, ვერაფერს სასიკეთოს ვერ მივაღწევთ. ბოლობოლო ჩვენ ტურნირის ერთ ერთ ფავორიტად ვითვლებით და აუცილებლად გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს.
ჟ: როგორ ხედავთ საკუთარ პერსპექტივებს კლუბთან მიმართებაში? 2017 წელს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდებათ გუნდის წამყვან მოთამაშეებს: მატს ჰუმელსსა და ილქაი გიუნდოგანს. როგორ ფიქრობთ, შეძლებს კლუბი ბირთვის შენარჩუნებას?
მ.რ. : თუ კლუბს სურს ამის გაკეთება, ის აუცილებლად შეძლებს. თუ კლუბს სურს იყოს მოწინავე პოზიციებზე, ის აუცილებლად უნდა ახდენდეს ინვესტირებას. ჩვენ, მოთამაშეებს გვსურს ვიყოთ მოწინავე პოზიციებზე და თუკი იგივე მიზანი აქვს კლუბსაც, ის აუცილებლად შეინარჩუნებს ფეხბურთელებს და გააძლიერებს კლუბს ახალი მოთამაშეებითაც. მე ამ ყველაფერს მშვიადად ვადევნებ თვალყურს, რადგან ვიცი, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით მოწინავე პოზიციებზე, ვიასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე, საიდანაც გაგვიჩნდება უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობები.
ჟ. ობემიანგმა უკვე განაცხადა, რომ მას კლუბში დარჩენა სურს...
მ.რ.: პიერი ჩვენთვის ძალიან საჭირო მოთამაშეა, შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია გარეგნულად კარგად გამოიყურებოდეს, ჰყავდეს საუცხოო მანქანა და იყოს კარგად ჩაცმული, თუმცა ის დიდი პროფესიონალია, თავდაუზოგავად შრომობს საკუთარ თავზე. ის ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ ხალხი გარეგნულად არ უნდა შეაფასო. ძალიან გამახარა მისი აფრიკის კონტინენტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებამ, რაც მან 100 % ით დაიმსახურა, რაც ასევე მისი კარგი პიროვნების დამსახურებაცაა.
ჟ: სპორტის სხვა სახეობებიდან, ვისთან ისურვებდით შეხვედრას?
მ.რ. როჯერ ფედერერთან! მრავალი წლის მანძილზე ის ენით აუღწერლად უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. ამასთანავე, ის მუდამ მიწაზეა და არ დაფრინავს ღრუბლებში. ყოველთვის მიხარია, როდესაც მას ტელეეკრანებზე ვხედავ და დიდი სიამოვნებით გავიცნობდი მას.
ჟ. ამ ბოლო პერიოდში ითამაშეთ თუ არა მაგიდის ჩოგბურთი თქვენს მეგობარ მარიო გიოცესთან?
მ.რ. : სამწუხაროდ ვერა. ბოლო პერიოდში ჩვენ ერთმანეთის ნახვა ძალზე იშვიათად გვიწევს. თუმცა მე მასთან ღია ანგარიში მაქვს, ჩვენი ბოლო შეხვედრა სამი წლის წინათ შედგა, ის 7:6 ს მიგებდა მე კი გათანაბრება მინდოდა, მან კი რა გააკეთა?! ჩართო მუსიკა და წავიდა.. ვიმედოვნებ რევანში ევროპის ჩემპიონატზე შედგება.