სილქზე არის და რომელზე ზუსტად არვიცი
..................................
მემფის დეპაიმ განაცხადა, რომ იგი განსაკუთრებული გრძნობით ეკიდება დღეს "პსვ ეინდჰოვენსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გასამართ შეხვედრას.
არაერთხელ დამისვეს კითხვა აღვნიშნავ თუ არა გოლს, გატანის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემით ვეკიდევი "პსვს", მაგრამ აღვნიშნავ. ეს ფეხბურთია და ყველა გატანილი გოლი განსაკუთრებულ ემოციას განიჭებთ" - განაცხადა მემფისმა.
"დღევანდელი მატჩი განსაკუთრებული იქნება ჩემთვის - შევძლებ ჩემი ყოფილი პარტნიორების ნახვას და გავალ მოედანზე, რომელზეც ერთ დროს ჩემი დებიუტი შედგა დიდ ფეხბურთში. სასტარტო სასტვენს მოუთმენლად ველი".
ამას შიგააქ
.......................
ერთწლიანი განშორების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედი” ევროპის ყველაზე პრეტიჟულ საკლუბო ტურნირს, უეფას ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება, ოლდ ტრაფორდელთა ჰოლანდიელი დამრიგებელი ლუის ვან გაალი კი ტურნირის სტარტის წინ მაინცა და მაინც ოპტიმისტურად განწყობილი არაა.
“ჩვენი ერთგული გულშემატკივარი ბრძოლისუნარიან “იუნაიტედს” იხილავს. ჩვენ ყველა ბურთისთვის ნებისმიერ სამატჩო ეპიზოდში ვიბრძოლებთ და უნდა დავამტკიცოთ, რომ ნებისმიერ მაღალ დონეზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია. გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში მეოთხე ადგილი დავიკავეთ, ჩემპიონთა ლიგის საგზური დავისაკუთრეთ, რაც ჩვენი უპირველესი ამოცანა გახლდათ. ახლა კი იმის დამტკიცება მოგვიწევს, ამ ტურნირში ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ტოლსწორად თამაშის უნარი და ძალა რომ შეგვწევს. თუმცა, ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული შეჯიბრებაა და არ ვარ დარწმუნებული, ჯერჯერობით ევროპის უპირველეს საკლუბო შეჯიბრებაში უმაღლესი მიზნის გადასაჭრელად ბოლომდე მზად რომ ვართ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს”, - გამოცდილი სპეციალისტის ლუის ვან გაალის ეს სიტყვები The Telegraph-ს მოჰყავს.
“მანჩესტერ იუნაიტედი” წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში სასტარტო მატჩს დღეს ჰოლანდიის ქალაქ ეინდჰოვენში, იქაური პსვ-ს წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბოლოს კი ტრენინგის სურათები




ხეს წითელი ფორმა უხდება
აუ რეალს დედაზე დააჯვეს რა მთელმა მანიუმ
კიდე კაი ნავასი არ შეგვტენეს მაგას კიდე ლორია ჯობია
This post has been edited by Vanpersie18 on 15 Sep 2015, 11:14