"მანჩესტერ იუნაიტედმა" გააფრთხილა დევიდ დე ხეა, რომ ისინი არ აპირებენ მის გაყიდვას ზამთარში.
შეგახსენებთ, 24 წლის დევიდის ტრანსფერი "რეალში" ჩაიშალა ამ ზაფხულს. ჯერჯერობით გუნდები დამნაშავეს ეძებენ, არსებობდა შესაძლებლობა, რომ ესპანელი ყველა შემთხვევაში აღმოჩნდებოდა "სანტიაგო ბერნაბეუზე" იანვარში.
მაგრამ Daily Mirror იტყობინება, რომ "წითელი ეშმაკები" არ გეგმავენ დევიდის ზამთარში გაყიდვას. იმის მიუხედავად, რომ მეკარეს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

The Telegraph ირწმუნება, რომ ზაფხულში „რეალმა" მანჩესტერს" უელსელი ნახევარმცველი გარეტ ბეილი 100 მილიონ ევროდ არ მიყიდა, „იუნაიტედი" მის მომავალ სეზონში შეძენას შეეცდება და ამაში ხელს მეკარე დავიდ დე ხეას ჩაშლილი ტრანსფერი არ შეუშლის.
ცნობისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედი" დე ხეას ზამთარში არ გაასხვისებს.. აღნიშნული გამოცემა იხსენებს, რომ სერ ალექს ფერგიუსონი რონალდოს დათმობას არ აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ სამეფო კლუბმა მაინც შეძლო პორტუგალიელის გადაყვანა.
შეგახსენებთ, ბლანკოსს ეს სიამოვნება 80 მილიონი ფუნტი დაუჯდა.
This post has been edited by ხოშგელდა on 9 Sep 2015, 05:56