საფრანგეთს მაგარი ნაკრები ეყოლება, შემადგენლობით. თუ დეშამმა არ ჩაიდჟვა. დაცვა მშვენიერი, ნახევარდაცვა მშვენიერი.
წინ კიდე გრიზმანი-ბენზემას რომ შევეშვათ, ჩემი ისეთი, შიდა, არაფორმალური (არამტკიცებითი)

პროგნოზია რომ მთავარი ვარსკვლავი იქნება ევროსი მარსიალი.
გაგონილიც არ მქონდა მონაკოში რო იყო. ტრანსფერისას გავიგე და მეთქი გამოყლევდა მანჩესტერი, ვისში იხდის 50 ლიმონს.
ახალი ანრიო და ნუ სტანდარტულ გაზვიადებად მივიჩნიე. სუ ეგრე იციან ხოლმე ვიღაც ახალგაზრდას მიაწერენ ვიღაც ძველის სახელს.
მარა მგონი მართლა ახალი ანრი იქნება

რამდენჯერმე ვუყურე და აი ეგეთი ნიჭიერი ახალგაზრდა იგროკი არ მინახავს ერთი 8 წელია მინიმუმ. აი ძველი ყაიდის ტალანტია. ვგულისხმობ იმას, რომ ეხლა უფრო ათლეტური და ტაქტიკური ტიპები მოდიან. იგივე მემფის დეპაი როა, ნიჭიერიცაა და არც ტექნიკა დაეწუნება, მარა მაინც აი ვერ ვხსნი ათლეტური ტიპაჟია, ნავარჯიშები. და ძირითადად ეგეთი ფეხბურთელები მოდიან ეხლა. ამ მარსიალს კიდე რაც აქვს სულ თავისი აქვს, მამა ღმერთისგან ბოძებული. როგორ მსუბუქად ეხება ბურთს და რა მარტივად აკეთებს ყველაფერს. თითქოს მისრიალებს სტადიონზე
გადაშენების პირას არის ეგეთი ფეხბურთელები და მაგრა გამისწორდა რო გამოჩნდა. შეიძლება ვაზვიადებ ემოციებს, მარა მართლა მგონია რომ არ ვატრაკებ. მაგარი გულშემატკივარი ვიქნები მაგ ბიჭის სულ.
ევროს რაც შეეხება, ჩემი აზრით (ამ გადმოსახედიდან) მეტნაკლები თანაბარი შანსები აქვთ მოგების გერმანიას, ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიას და რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს ინგლისს. რიგითობა ფავორიტის სტატუსის მიხედვით გავაკეთე, მაგრამ არა მგონია დიდი როლი ითამაშოს ევროზე ამან. და რაც მთავარია ერთი წლით ადრე უაზრობაა შეფასება, ხშირად მაგარ ფორმაში მყოფებს ენძრევათ უშუალოდ ტურნირის წინ და პირიქით. ამ ხუთ გუნდს კი თავისუფლად შეუძლია ეჭიდავოს ერთმანეთს ეგრე მგონია. უეჭველად და მარტივად, მანდ ვერავინ ვერავის მოუგებს