მავრიტანიის პრეზიდენტმა თამაში შეაჩერა და პენალტების დარტყმა ბრძანა
მავრიტანიის სუპერთასი აბა რატომ უნდა გვეხსენებინა, მაგრამ ძალიან უცნაური და კომიკური ფაქტი მოხდა. 63-ე წუთი იყო, როცა ქვეყნის პრეზიდენტმა მოჰამედ ულდ აბდელ-აზიზმა მსაჯობა შეითავსა: ლოჟიდან ბრძანა, თამაში შეაჩერეთ, პირდაპირ პენალტების სერია დაიწყეთო.
საქმე ისაა, რომ მავრიტანიის პრეზიდენტს ეჩქარებოდა, სხვა საქმე ჰქონდა და სურდა, რომ გამარჯვებული მალე გარკვეულიყო. ამასთან, ეს პატივსაცემი კაცი უკმაყოფილო იყო თამაშის დაბალი ტემპით.
მავრიტანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კი განაცხადა, ქვეყნის პირველ პირს ბრმად კი არ დავუჯერეთ, ჯერ მე დამეკითხა აზრს, მერე გუნდების მწვრთნელებს და ამის შემდეგ შევთანხმდით თამაშის შეწყვეტაზეო...