გადავხედე თემას და პრ-ის დედა რო ვატირე, ბუფონი რა სიმპატიურია ტიპი, დასტოინია, კანი უშნო, რას გავს, გორილა გაათრიე (მალდინი ყველა დროის საუკეთესო მცველი აქვე მიჩნდება კითხვა მარცხენა მცველი თუ ცენტრალური?! ამ დროს მათეუსი არანაკლებ დიადი ფეხბურთელია მაგრამ რატომღაც გერმანელი ფეხბურთელები ვერ პიარდებიან) ... ))) ბუფონი მთელი კარიერა მაგარიაო )))) აი ჩემი აზრით ამ შემთხვევაში მეკარეები უნდა განვსაზღვროთ საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული შედეგებით...
კასილასს უნიკალური შედეგები ქონდა ჯერ კიდევ 21 წლის რო იყო და ლევერკუზენის ფინალი 80% მისი მოგებულია ზიდანის უნიკალურ გოლთან ერთად, 2000 წლის ლიგის წვლილში მაინდამაინც დიდი არ იყო იკერის თამაშში, აი მსოფლიოს ჩემპიონატი - კი რა თქმა უნდა ტიკიტაკა და იკერამდე ბურთი დიდად არ მიდიოდა, მაგრამ გადამწყვეტი მომენტები იყო კარდოზოზე მოგერიებული 11მეტრიანი და ფინალშიც რობენის წინააღმდეგ აღებული მომენტი, დაუნახავი უნდა იყო რო არ აღნიშნო. 2010 წლის ევროპაზეც ბოლო წუთებში რაკიტიჩს აუღო მკვდარი ბურთი თორე ესპანეთი შეიძლება ჯგუფში ჩარჩენილიყო თუ არ მერევა ფაქტები.
ბუფონი დიდ ასპარეზზე როგორც ასეთი 2002 ში გამოჩნდა, პარმა 17 წლის და ა შ ბუფონამდე კანავაროები, ტურამები და აშ იყვნენ, იგივე 2000 წელი ტოლდოსი უფრო იყო... 2002 შიც კი ჩემი აზრით დიდა ისეთ შთაბეჭტილებას ტოვებდა, რო გოლის გატანა წარმოუდგენელიც კი იყო მის კარში.. 2006 წლის მსოფლიო კი რა თქმა უნდა დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ მაგ წლის საუკეთესოდ კანავარო რო აღიარეს ყველაფერზეც მეტყველებს, იგივე გროსოს ცაცია, პირლო და მთელი იტალია კარგი იყო, იგივე მატერაცი.. შემდეგ სერია ბ ში გადასული ბუფონიც და უეფაზე მოთამაშე ბუფონიც რითი ჯობია იგივე ნოიერს(დღევანდელ დღეს ვგულისხმობ)?! 38 წლის ბუფონი თუნდაც ვან დერ სარის დონეზე (სიბერეში ნამდვილად ვერ თამაშობს), ალაბა რო ცენტრიდან უტანს ეგ ჯიჯის რა ბრალია, ცხვირწინ რო იგერიებს ეგ ჯიჯის რა ბრალია, ნოიერი თუ ყაზახეთთან ბურთს კარგავს ოხ ეს ნოიერი

არადა ტიპმა რეალი მარტომ გააგდო, მსოფლიოზე ბოლო მცველი ითამაშა...
ძაან გამიგრძელდა, მაგრამ კანს რო კარიერის პიკი ქონდა, ეგეთი არცერთ მეკარეს არ ქონია!!! ტიპი იყო ცხოველი, ლიდერობაზე რო საუბრობთ, ვინ იყო კანზე დიდი ლიდერი და ავტორიტეტი გუნდში?! მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე, მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი (სტატისტიკის ორგანიზაციის ვერსიით), ევროპის 4 გზის საუკეთესო მეკარე უეფას ვერსიით) მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინაციაში ერთხელ მე2, მეორედ მე3 ზე გავიდა, რომელ მეკარეს ქონდა ეგეთი მონაცემები?! არა ბუფონი რა თქმა უნდა ზეა! არ ვამბობ, რომ დიდი მეკარე არ არის, უბრალოდ ისე წერთ ჯიჯის, კანის მიღწევები ქონდეს მაინც... კანმა და ბალაკმა გერმანია მიიტანეს ფინალამდე, ბალაკიც მაშინ გამოჩნდა, გადახედეთ ვინ ყავდა მაშინ გერმანიას საერთოდ, კანმა ლიგა მოიგო ინდივიდუალურად მოიგო იგივე 11 მეტრიანებში რაც ჯიჯიმ ვერ გააკეთა. არ ვამბობ რო კანი ნ1 და ჯიჯი ბანძია და ა შ მარა თქვენი კომენტარებიდან ეგრე ჩანს თითქოს ჯიჯი ნ1 და რა კანი და რა სხვები...
This post has been edited by -Leo- on 30 Sep 2015, 08:29