გინდ მდინარეში შესვლა დაარქვით და გინდ მარსზე გაფრენა, ფაქტია რო გუნდს განვითარება სჭირდება და ამ განვითარებისთვის მუდმივი ცვლილებებია საჭირო. უკან მოხედვები, ერთ ფეხბურთელზე შეჩერება და მომავალზე ზრუნვა, არაფერ კარგს არ მოგვიტანს.
გასაგებია რო ტევესი ჰაი კლასია და გუნდს თავის დროზე ძალიან მაგრად გამოადგა, მაგრამ ...
რატო უნდა დაჯდეს სკამზე ტევესის გამო მორატა?
22 წლის უდიდესი მომავლის ტავდამსხმელი, რომელმაც ამ ასაკში მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 5 თამაშში მოედანი უგოლოდ არ დატოვა. თანაც, ამ ხუთი თამაშიდან არცერთი არ ყოფილა კიევო და ფროსინონე. ორი რეალთან ვითამაშეთ, ერთი ბარსელონასთან, ერთი სიტისთან და ერთი სევილიასთან.
რატო უნდა დაჯდეს სკამზე ტევესის გამო დიბალა?
21 წლის უდიდესი მომავლის მქონე ტავდამსხმელი, რომელიც თამაშიდან ტამაშამდე უმატებს, მორატასთან ერთად ძალიან კარგად თამაშობს და შეტევაში მაგის გამოჩენა ყოველთვის უფრო ამწვავებს ჩვენს შეტევებს და მწვავეს ხდის. სტაბილური თამაშის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ რო სეზონის მეორე ნახევარში კიდე უფრო ძლიერი იქნება და არ გამოვრიცხავ რო უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე ტეესი იყო. მითუმეტეს, გუნდი უკვე გაძლიერებული და გამრავალფეროვნებულია. შესაბამისად, ერთი კაცის სათრევი არაა არც თავდასხმა და არც სხვა რომელიმე რგოლი.
რატო უნდა წავიდეს გუნდიდან ტევესის გამო ძაძა?
კი, მაგარი შეშაა და ძალიან მაგრადაც არ მევასება, მაგრამ თავტრაკს იტყნავს, მოედანზე რო გამოდის, სულ იბრძვის, დარბის, ცდილობს ... მზადაა ბალახი ძოვოს მოედანზე, ოღონდ შეუშვან და შანსი მისცენ. სკამზე მაგაზე უკეთესს ვერავის ვინატრებთ ეხლა. ჩემი პირადი აზრია რო სკამზე ჯდომა თუა, ჯობია 24 წლის ძაძა იჯდეს, ვიდრე 32 წლის ტევესი.
მკვლელ მანჯუკიჩზე საერთოდ არაფერს დავწერ. შანსი=გოლს ტიპის თავდამსხმელია და როცა უკვე შევსებულია ეს ადგილი, კიდე რატო უნდა ავამღვრიოთ წყალი, არ მესმის.
მადლობა კარლიტოსს ყველაფრისთვის, მაგრამ ალექსას წასვლას შევეგუე და აპაჩის მითუმეტეს არ გამჭირვებია. წარსულის ადგილი წარსულშია და მომავალი მომავალზე უნდა აეწყოს. ახალგაზრდებზე და პერსპექტიულებზე.
ბევრი ვწერე, მაპატიეთ

ამდენს არ ვწერ ხოლმე, როგორც წესი