რუსულ გუნდებთან არასდროს მოგვიგია სახში.იმედია ეს დგეს დაირგვევა და მოვიგებთ.
....................................................................................
ვან გაალის პრესკონფერენცია
ლუი ვან გაალი და მაიკლ კერიკი წარდგნენ "ცსკა"-თან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ისაუბრეს გუნდში არსებულ მდგომარეობაზე.
ბოსმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს უჭირთ მომენტების რეალიზება, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
ლუი ვან გაალს ჰკითხეს რუსეთიდან არსებულ შემოთავაზებებზე, რაზეც განაცხადა: "დიდ პატივს ვცემ რუსეთის ლიგას, მაგრამ ჩემ გეგმებში არასდროს შედიოდა, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი მათ. უკვე ასაკში ვარ იმისთვის, რომ რუსული ვისწავლო.
ანტონი მარსიალზე...
"ვფიქრობ, მისთვის ყველაზე კარგი პოზიცია შემტევის ადგილზეა, თუმცა ესაჭიროება უფრო განვითარება. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ვფიქრობ, ანტონი ბევრად განვითარდება ფორვარდის პოზიციაზე."
"ვფიქრობ, გუნდი ყოველ კვირა ვითარდება. დიახ, პრემიერლიგაში გამარჯვება ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება".
ვან გაალმა ისაუბრა მემფის დეპაიზეც, რომელიც ჰოლანდიის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა.
"უკვე ვთქვი, რომ ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა. რთულია ამ დროს ბევრი მოთხოვო ფეხბურთელს. მემფის გარკვეული დრო ესაჭიროება, რაც მივეცით და ვიმედოვნებთ, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება".
"ოცნების თეატრი ყოველთვის დიადი არ იყო. სამწუხაროა, მაგრამ ეს ლოგიკურია. საბედნიეროდ, ისტორიის შექმნა დროს მოითხოვს. ვფიქრობ, ამჟამად პრემიერლიგაში საუკეთესოდ ვიცავთ თავს. დიახ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ვერ ვუტევთ და ეს მართალი არ არის. გუნდში რთული პერიოდია, რაც გოლების სინაკლებეში მდგომარეობს. ფეხბურთში კი მთავარი სწორედ გოლის გატანაა".
"ფანების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, ფეხბურთელები იგრძნობენ მათ გვერდში დგომას. ისინი მე-12 მოთამაშეს წარმოადგენენ, ჩვენ კი შევეცდებით მათი იმედები გავამართლოთ".
"აუცილებლად უნდა მოვიგოთ. "იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის სახლში გასამართი ყველა შეხვედრა უნდა მოიგოს. ვფიქრობ, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ აუცილებელია".
ბოსმა ასევე განაცხადა, რომ პედი მაკნეირი ახლოს არის დაბრუნებასთან. რაც შეეხება მორგან შნეიდერლინს, იმის მიუხედავად, რომ მან ვარჯიში გამოტოვა - დიდი ალბათობით შეძლებს რუსების წინააღმდეგ თამაშს. დაზიანების გამო კვლავ ვერ შეძლებს თამაშს ანტონიო ვალენსია.
.......................................................
მატა: "დროა მოვიგოთ"
ხუან მატამ ყოველკვირეულ ბლოგში ისაუბრა გუნდში არსებულ მდგომარეობაზე და ასევე მოახლოებულ შეხვედრაზე.
"მოგესალმებით. ერთი კვირის წინ, ორი ფრის შემდეგ ვთქვი, რომ დრო იყო მოგვეგო. სამწუხაროდ, ამ ორშაბათსაც იგივეს თქმა მიწევს. რაც შეიძლება სწრაფად გვესაჭიროება გამარჯვების მოპოვება, ეს ყველაფერი კი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრიდან უნდა დავიწყოთ.
თასის მატჩში ფრე საშინელება იყო, რომელიც პენალტების სერიით დამთავრდა. "მიდლსბრო" თავს კარგად იცავდა და ელოდა ჩვენს შეცდომას, რომ გოლი გაეტანა. ამან საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა. რაც შეეხება პრემიერლიგის შეხვედრას "კრისტალ პალასთან", ის განსხვავდებოდა. ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია მიზნები კარგად განახორციელოს. მათ კარგად დაიწყეს და ბევრი პრობლემაც შეგვიქმნეს. მეტოქემ რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა. მათგან განსხვავებით, ჩვენ ვერ შევძელით ბევრი საგოლე მომენტის შექმნა.
საჭიროა ვარჯიში და მომზადება შემდეგი შეხვედრისთვის. "ოლდ ტრაფორდზე" უნდა ვუმასპინძლოთ რუსებს. სტატისტიკის მიხედვით "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედს" არასდროს დაუმარცხებია რუსული გუნდი, დროა ეს ტრადიცია დაირღვეს.
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ გვიწევს "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ თამაში, სადაც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა ცხრილში მდგომარეობა გამოვასწოროთ. ვფიქრობ, რთული მატჩი გველის. ჩვენ წინააღმდეგ ითამაშებს ძველი მეგობრები: ანდერს ლინდეგორი, ფლეტჩერი, ევანსი და სოლომონ რონდონი.
ვიმედოვნებ, კარგად აღნიშნეთ ჰელოუინი. მადლობა ვუხდი ყველას, ვინც მხარში მიდგას, ჩემ გვერდს უფრო და უფრო ემატება გამომწერები.
უღრმესი მადლობა ყველას".
..............................................................................
ეს კი ვარჯიშის სურათები
















This post has been edited by Vanpersie18 on 3 Nov 2015, 03:55