მაგარი ### სეზონი გამოვიდა
ჩემპიონობაზე ინტრიგა არ ყოფილა მთელი სეზონი, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო და დორტმუნდს მაინც საღოლ ამდენი ქულა რომ მოაგროვა და ახლოს ტრიალებდა სულ
ევროპა ლიგაზე ორი საყლევეთი გავიდა, რომლებსაც პოლის ტილოდ გამოიყენებენ
ასევე გლადბახის იმედიც საერთოდ არ მაქვს, შუბერტი მორიგი შარლატანი მგონია, რომელსაც შუა სეზონში მოხსნიან, მანამდე კი ლიგაზე ჯგუფში ბოლო ადგილზე იქნება მიმხმარი
შტუტგარტი, ჰანოვერის გავარდნამაც გატეხა, განსაკუთრებით შვაბების, იმედია, აინტრახტიც არ მიყვება
დარმშტადტის და ინგოლშტადტის დარჩენაც ცუდია
ვოლფსბურგი რომ ევროპაზე საერთოდ ვერ მოხვდა, ეგეც
ევროპაზეც ფიასკო... მოკლედ ###ობა იყო და იმედია ევროპის ცემპიონატი გამოგვისწორებს ხასიათს
----------------------------
სეზონის გუნდი

ჰორნი - მატიპი (ინგ), ჰუმელსი, ლამი - ჯაკა, ვიდალი,მხითარიანი - მიულერი, რაფაელი, ობამეინგი, ლევანდოვსკი
3-5-2 იმიტომ, რომ მცველების დიდი არჩევანი არ არის
სათადარიგო:
კარიუსი-ჰაინცი, კრისტიანსენი, ბრუკსი - ვაიგლი, ჩაბი ალონსო, დიდავი - დუგლას კოშტა, სანე, ბელარაბი, ჩიჩარიტო
შტინდლის და დაჰუდის შეყვანაც შეიძლებოდა..
სეზონის ფეხბურთელი - ლევანდოვსკი
მეორე - მხითარიანი
მესამე - მიულერი
სეზონის მწვრთნელი - მაინცის ან ინგოლშტადტის მწვრთნელები
სეზონის გოლი - ლევანდოვსკის ნახევრად მაკრატელა ვოლფსბურგთან
სეზონის აღმოჩენა - სანე, დაჰუდი, ბრანდტი
სეზონის იმედგაცრუება - როისი და კრუზე
ერთი რაც კაია, კარგი გუნდები გადმოვიდნენ მეორე ბუნდესლიგიდან
განსაკუთრებით ლაიფციგი და მაგათი ტრანსფერები მაინტერესებს, აუცილებლად სერიოზულად უნდა გაძლიერდნენ, ისიც საინტერესოა, მწვრთნელად ვის მიიყვანენ
როგორც იქნა ვიღაცამ მიაღწია 30 გოლიან ზღვარს, ბოლოს ასეთი შემთხვევა 30 წლის წინ იყო
ისე რომ გადავხედე, რამდენი ###ა გამხდარი ბუნდესლიგის ბომბარდირი - გეკასი, მაიერი, მინტალი, ბარბარესი, კრისტიანსენი, მაქსი, ბობიჩი
წინა სეზონთან შედარებით მეტი გოლი გავიდა, საშუალოდ 2,83 მატჩში
რამდენიმე გერმანელ ტალანტზე ცალკე უნდა ვთქვა
პირველ რიგში სანე

გუშინაც რა გოლი გაიტანა, საოცრებაა, იმ შალკეს დედას ######, ვინც ამას გამოსასყიდად 200 მილიონი ევრო არ ჩაუწეროს
ბრანდტსაც ძალიან სერიოზული პროგრესი აქვს, მომავალ სეზონში უკვე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს და ნაკრებშიც გამოიძახონ
დაჰუდი მორიგი ბრილიანტი, იმედია გერმანიას აირჩევს... გუნდოგანს ძალიან ღირსეულად შეცვლის დორტმუნდში, მარა ერთი წელი კიდევ უნდა დარჩეს გლადბახში
ვაიგლიც ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ რაღაცეები სერიოზუკად აქვს მოსამატებელი
მე კიმიხისაც მაგრად მეიმედება საყრდენზე
მეკარეები ძალიან კარგი მოდიან, ჰორნი, კარიუსი
ცენტრალურ მცველებში ჰაინცს ჰქონდა კარგი სეზონი და ზიულესაც არაუშავდა, მე მაგათი იმედი მაქვს, ცუდია, რომ კნოხემ ჩაყვინთა, შტარკიც კაი ბიჭია
ვაიზერი იყო ძალიან კარგი, თან ჭირს მაგ ამპლუაში
ერთი თავდამსმელებში არ ჩანს კაი არაფერი
ვერნერი იყიდოს ვინმე ნორმალურმა, იქნებ განვითარდეს და ზელკემ იტანოს მომავალ სეზონში ბლომად, მარა მეორე ბუნდესლიგაში დიდი არაფერი იყო, თუმცა მანდ უფრო ჩაკეტილი ფეხბურთია
პულიშიჩმა ამერიკა რომ აირჩია ძალიან ცუდია
ფოლანდი, ჰაინცი, ჰექტორი, ზიულე, ვერნერი, კოსტიჩი, მალი, კარიუსი, ცილერი, ვაიზერი, ჰარტმანი, ჰიუბნერი, ვაგნერი იმედია გადავლენ უკეთეს გუნდებში
დიდავი კაია ვოლფებში, სტროლბი გლადბახში