ჯერ-ჯერობით ლოგიკური და კარგი ანგარიშები წამოვიდა
ლევერკუზენმა მორიგი სასწაული დადო, 1:3-დან შემოტრიალება, თუნდაც ასეთ შტუტგარტთან არაა სახუმარო ამბავი, მაგრამ სამარცხვინო დაცვა ჰყავთ, რეებს აკეთებენ, რა შეცდომებს უშვებენ, მეჰმედი კაი ჯოკერი ჰყავთ.. შტუტგარტი მაგარი უბედური გუნდია, ყველა მატჩში უამრავ მომენტებს ქმნიან, მაგრამ მაინც სულ აგებენ, გაუშვებენ მალე ამათ მწვრთნელს, ერთი დიდავია კაი მანდ, გინჩეკი სად ჯანდაბაშია ნეტა
გიზდოლიც გასაშვებია, არ იყო ჰოფე იმდენად დამოკიდებული ფირმინიოზე, რომ მის წასვლას ასე დაეშალა გუნდი, თან კაი ტრანსფერებიც გააკეთეს
ჰამბურგი იმსახურებდა მოგებას, მეტს უტევდნენ, ლასოგას გოლმა გაასწორა
მართლა ფავრი მაინც მოიყვანონ, გააცოცხლებდა გუნდს
ვოლფსბურგმა ძლივს მოუგო დარმშტადს, მაგრამ რაკი მოახერხა, რაღას ვჩივი, ცუდად კი ითამაშეს, მაგრამ ლიგის მერე ეპატიებათ.. კიდევ ერთხელ ვიტყვი, კალიჯური ფასდაუდებელი მოთამაშეა
ჰანოვერს წინა ტურის ცოდვამ უწია. შტენდერა
უმაგრესია ბიჭია და ძალიან მაგარი გოლებიც გაიტანა
ვერდერიც გამოცოცხლდა ცოტა, თორემ ძალიან ჩაყვინთული იყო, მაინციც ვეღარ ქაჩავს, ბევრი წაგება დაუგროვდათ ბოლო დროს
ინგოლშტადტი-ჰერტაში, მასპინძლების წაგება გამიხარდა და ვაიზერის გოლი
ეს ჰერტაც მაგარი მახინჯი გუნდია, მაგრამ ქულებს კი აგროვებს, ეგენიღა მაკლია ევროპა ლიგაზე
ინგოლშტადტი რა უცნაური გუნდია, 10 ტურში 6:8-ზე აქვს ბურთები... ყველაზე ცოტა გატანილი და ბაიერნის მერე ყველაზე ცოტა გაშვებული, რას აბეტონებენ ასე
ბაიერნის მე-1000 და 10-დან 10 მოგება, რაღა უჭირთ.. რაც ყველაზე კაია, რობენი გოლით დაბრუნდა.. ეგ და კოშტა ერთად, სულ სხვა ხიფათია მეტოქისთვის
კოშტას მორიგი საგოლე პასი, ლევას და მიულერის მორიგი გოლები, კომანმაც კვლავ კარგად ითამაშა და მორიგი საგოლე პასი, ნაღდად არ მეგონა ასეთი კაი ბიჭი თუ იყო
დორტმუნდმა აუცილებლად უნდა მოიგოს დღეს... ობამას გოლი მინდა, ასევე როისის გოლი და საერთოდ ფორმაში შესვლა, ჯერ ძალიან საზიზღარია, და დაცვის დალაგება
გლადბახი-შალკე ფრე მგონია, ამ ტურში ჯერ არ ყოფილა, არც გლადბახის მოგება გამიკვირდება, საკაიფო ფორმაში არიან, იუვესთან ფრეც პლიუსია, თან სახლში...
მაგარამ უფრო შალკეს მოგება გამიხარდება.. მთავარია სანემ ითამაშოს მაგრად
ისე გლადბახს ის პალესტინელი დაჰუდი თუ ვინცაა, მაგარი ბიჭი უპოვია
U17 ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურში მექსიკასთან 1:2 წააგო და მეორე ადგილით გავიდა ჯგუფიდან
ეგენშტაინმა ისევ გაიტანა, კაი მონაცემები აქვს და იქნებ ეგ გაიზარდოს მაღალი დონის ცენტრფორვარდი
ისე თანაბარი თამაში იყო და ფრე უფრო სამართლიანი იქნებოდა
VIDEO