სულ ანიელის და ელკანის გეგმებში იყო მაგ სტადიონის აშენება, რას ამბობ.
დღევანდელი იუვენტუსის ფინანსური სტაბილურობის თავი და თავი არის ბლანი, ცნობისთვის.
კაბინეტში ხელების ბრახუნით და უდიდესი პირადი მონდომების ხარჯზე გამოსტყუა ელკანს სტადიონის ასაშენებელი თანხა.
ანუ ის გინდა თქვა, რომ შარშანდელი ლიგის ფინალი კანონზომიერება იყო და სეზონის დასაწყისშივე იყო დაგეგმილი? ფინანსური თვალსაზრისითაც თუნდაც.
შეგახსენებ, რომ იუვენტუსი კალჩოპოლიმდე ევროპის სუპერ გრანდად ითვლებოდა. არ არსებობდა გუნდი რომელიც გინდ ლიგაზე და გინდ სერიალში იუვეს წინააღმდეგ ფავორიტად ჩაითვლებოდა. მომენტებში გვჯობნიდა სხვა გუნდები, მაგრამ კლასში სხვაობა ჩვენს წინააღმდეგ არ ყოფილა ისეთი როგორიც ახლაა.
ახლა სად ვართ? როდემდე უნდა იმიზეზონ კალჩოპოლი რომელიც თითქმის 10 წლის წინ იყო?
ელკანი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი რომაა გასაგებია ბატონო. ეკონომიკის მაგისტრი ვარ და მეტნაკლებად მესმის რაზეც ვსაუბრობ.
აქ საუბარი სულ სხვა რამეზეა... ბაბუ ავოკატოს დროს იუვე არასოდეს არ ყოფილა ანიელებისათვის ფინანსური ინტერესებით დატვირთული. პირიქით, ხშირად ასუბსიდირებდა კლუბს ერთადერთი დიდი მიზეზის გამო.... მთელი სულით და გულით უყვარდა კაცს იუვენტუსი და ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება ქონდათ ფანებს მის მიმართაც.
დღეს კიდე პრიორიტეტები კლუბის ტოპ მენეჯმენტში სულ სხვა.
ელკანი ანიელის დამსახურება არაა ერთი ხმაურიანი ტრანსფერიც რომ არ დაიდო ამ წლების მანძილზე?
ელკანი-ანიელის დამსახურება არაა გუნდს საერთაშორისო სატრანსფერო ბაზარზე არანაირი ავტორიტეტი რომ არ აქვს? რეალის ფარმ კლუბად რომ გადაიქცევი და სატრანსფერო ბრძოლას ყველასთან რომ აგებ? როგორ ფიქრობ ეგ კლუბის პრესტიჟზე არ მოქმედებს?
ზოგი იტყვის რა მათი ბრალია მაროტაა სირიო. მაროტა მართლა სირია, მაგრამ ზუსტად მაროტაა დღეს იუვენტუსის მფლობელთა რეალური ფინანსური სახე თორემ მაგას ვინ გააჩერებდა ამდენ ხანს.
ფინანსურად ზეწარმატებული წლები პორტოს, ბენფიკას და არსენალსაც ქონიათ, მაგრამ რა მერე??? გუნდის გულშემატკივრები ხეირობენ ამით თუ ბიზნესმენთა წრე, რომელთაც თავიანთი კლუბის მიმართ არანაირი რომანტიზმი არ გააჩნიათ და მხოლოდ და მხოლოდ პირად ფინანსებზე ფიქრობენ?
კლოუნი ლაპო ელკანია იუვენტინო თუ ჯონი???
მთავარი სიტყვის მთქმელი კლუბში ზუსტადაც რომ ეგ თურქია. ანიელი დღეს მათ ხელში არის ერთი ბუნჩულა პლასტელინის კაცი რომელსაც დიდი ალბათობით მართლა უყვარს იუვე, მაგრამ რამდენადაც არ უნდა უნდოდეს რეალური გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია.
ცნობისთვის, ელკანის ექსორის operating income 2013 წლის ბოლოს დაფიქსირდა 6.573 მილიარდი ევრო. რაიმე აისახა აქედან იუვენტუსზე სუბსიდირების სახით?
შენც არ მომიკვდე. სუბსიდირება კი არა იქეთ ექაჩება ელკანი ფულს პროფიტის დადების შემთხვევაში.
This post has been edited by iraklious89 on 3 Dec 2015, 18:06