ნუ მე ვამბობ, რომ ამ ზაფხულიდან მოყოლებული ტოპ ფეხბურთელი აღარ გაიყიდება კლუბის სურვილის გარეშე
ახევის დეფინიცია მემგონი ზუსტად ეგაა, ჰო?

კოშტა აგვეხა, რადგან იმაზე მეტი ღირდა, ვიდრე ჩელსიმ გადაიხადა (თან იქიდან 40% მესამე პირთან წავიდა), ფილიპე ლუისიც აგვეხა და სიტყვაზე კურტუაც.
მაგრამ არდა თურანი არ აგვხევია, რადგან კლუბმა დაადასტურა, რომ არდას წასვლას არ შეუშლიდა ხელს, თუ ბაი-აუთს ვინმე გადაიხდიდა. რატომაა არდას გაყიდვა ახეული ფეხბურთელის მაგალითი, თუ კლუბი ფეხბურთელის გასაშვებად მზად იყო და მეორე კლუბმა ზუსტად იმდენი გადაიხადა, რამდენსაც ატლეტიკო ითხოვდა?
მანჯუკიჩზეც ანალოგიურად და სხვებზე. ამ ზაფხულს არც ერთი ფეხბურთელი არ აგვხევია
რევოლუშენამ მირანდა რომ ახსენა, ეგ საერთოდ სასაცილოა. ხიმენესისთვის ადგილი გვქონდა გასათავისუფლებელი ძირითადში და ხან ვის ვატენიდით და ხან ვის.
30 წლის მცველში 17 მილიონის აღება თუ ახევაა და იმედია სიკეირაც ეგრე აგვეხევა ოდესმე

ანალოგიურად არ არის ახეული ფალკაო, რადგან მოთხოვნილი 60 მილიონი გადაიხადეს და ჩოლო მზად იყო მის გასაშვებად
ასახევი ფეხბურთელი არის ის, რომლის გაყიდვაც კლუბს არ უნდა
ეგეთი ამ ზაფხულს იყო სამი (სიმეონემ, კამინერომ, სერესომ არაერთხელ თქვეს) - გოდინი, კოკე და გრიზმანი
სამივე ამ კლუბშია ისევ, როცა გრიზმანზე 50+ მილიონს იხდიდა ჩელსი, სიტიმ ოფიციალური 40 მილიონიანი ბიდი გააკეთა გოდინზეც და ხიმენესზეც და ნუ კოკეზე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაინტერესება არსებობდა მემგონი

სამივე ფეხბურთელი დარჩა მიუხედავად უკეთესი კონტრაქტისა და კლუბიც არ დახარბდა შემოთავაზებულ თანხას
ბირთვი შევინარჩუნეთ და გავაახალგაზრდავეთ. არდაში აღებულ ფულში კარასკო და 26 მილიონი ცუდი deal რატომაა?
აი იქითა წლიდან მარტო სატელევიზიო კონტრაქტებით 60 მილიონით მეტს ჩაიჯიბავს ყოველწლიურად კლუბი და რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს, რომ ფეხბურთელები დაყიდოს ვერ ვხვდები
არც ფეხბურთელები წავლენ, განსაკუთრებით, თუ წელსაც თასი დავდეთ და ლიგაზე და ლა ლიგაზეც ბოლომდე გავქაჩეთ (თუ საერთოდ არ მოვიგეთ)
მოკლედ ამოგვიღეთ მაგ სიიდან რა