ბრაზილიურმა საფეხბურთო კლუბმა "გაუჩომ", რომელიც ბრაზილიის რანგით მე-3 ლიგა რიო გრანდეში თამაშობს, 4 ფეხბურთელი მასტურბაციის სკანდალის გამო დაითხოვა.
როგორც ცნობილი ხდება, "გაუჩოს" 3-მა მოთამაშემ კლუბის გასახდელში მასტურბირება და ამ პროცესის ვიდეოზე აღბეჭდვა გადაწყვიტეს, რაშიც კლუბის მეოთხე წევრიც ეხმარებოდათ და კამერით ამ ყველაფერს იღებდა.
"როცა ვიდეო ვნახე, მისი დაუყოვნებლივ წაშლა მოვითხოვე - ეს ამაზრზენია.
კლუბის წევრებს პირადი ცხოვრება აქვთ და შეუძლიათ დალიონ, მოწიონ, იყონ არატრადიციული ორიენტაციის, თუმცა როცა შენ საქმეს აკეთებ და ოფისში ასე იქცევი, აუცილებლად დასჯას იმსახურებ". - თქვა "გაუჩოს" პრეზიდენტმა ჟილმარ როსომ.
მოგვიანებით როსომ ასევე განაცხადა, რომ ფეხბურთელთა დათხოვნის კიდევ ერთი მიზეზი, მათდამი გულშემატკივრების გულისწყრომის აცილება იყო.
http://www.crystalsport.ge/news/4608 This post has been edited by Gateways on 7 Jul 2017, 08:42