"სტუმართმოყვარე სხვა 1250.00 ¢
სხვა გაუმასპინძლდება თქვენ მეგობრებს. გაუწყობს საახალწლო სუფრას, გაიხსენებს ძველ ისტორიებს და მათი წასვლის შემდეგ ჭურჭელსაც დარეცხავს."
ძველ ისტორიებს გაიხსენებსო ჩემიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

1-) "სხვა ბავშვობაში 690.00 ¢
სხვა დაათვალიერებინებს თქვენი ბავშვობის მეგობრებს ძველ ფოტოალბომს. დეტალურად გაიხსენებს იმ პერიოდის ყველა მნიშვნელოვან თავგადასავალს, რომელიც მეგობრებს ერთად გადაგხდენიათ."
დეტალურად გაიხსენებსოოოო
2-) "სხვა კლასელი 975.00 ¢
სხვა წავა თქვენი კლასის ყოველწლიურ საახალწო შეკრებაზე თქვენ მაგივრად. როგორც გამოცდილი თამადა წარუძღვება სუფრას და განსხვავებულით (ლამფის შუშა, ფეხსაცმელი, ვაზა და ა.შ.) სკოლის სადღეგრძელოსაც შესვამს"
აუ ცუდად ვარ
3-) "სხვა მშვიდობიანი 8999.00 ¢
სხვა გაყვება თქვენ შარიან საუკეთესო მეგობარს ფართიზე, სადაც ჩხუბის ალბათობა 70%-ზე მაღალია. იჩხუბებს თქვენ მაგივრად და შინ მშვიდობით დაბრუნდება"

4-) "სპორტული სხვა 1015.00 ¢
სხვა დაიბედებს მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშს. შეასრულებს ჰეთ–თრიქს (ერთერთი მაკრატელა) და საგოლე გადაცემებსაც გააკეთებს."
დუბლზე 50% უკან აბრუნებს
5-) "სხვა თხოვს ხელს 1550.00 ¢
სხვა მოათავსებს ნიშნობის ბეჭედს თქვენი რჩეულის შამპანიურის ჭიქაში და ახალი წლის დადგომისთანავე ხელს თხოვს თქვენ მაგივრად. (თანხმობა გარანტირებულია)"
თანხმობა გარანტირებულიაო
6-) "სხვა გაიცნობს 1450.00 ¢
სხვა გაიცნობს თქვენი რჩეულის მშობლებს საახალწლო ვახშამზე თქვენ მაგივრად. დატოვებს ერუდირებული, ენერგიული და იუმორით სავსე ადამიანის შთაბეჭდილებას."
მამა ეს სხვაა
7-) "სხვა ტელევიზორთან 950.00 ¢
სხვა უყურებს თქვენ შვილებთან და მეუღლესთან ერთად საახალწლო შოუებს. ტელევიზორთანაც ჩაეძინება შამპანურით მსუბუქად შემთვრალს "
This post has been edited by iraklious89 on 17 Dec 2015, 15:48