ლივე-მანჩეს პირველ ტაიმს ვუყურე მეტი ვერ გავძელი
არ ვიცი, არასანახაობრივია თუ მე დავბერდი, ვეღარ ვუყურებ ფეხბურთებს საერთოდ
ორივე გუნდი გვჯობია, თან გაცილებით!
მანჩესტერი დაცვაში სხვათაშორის ძაან კარგად თამაშობენ, ჩვენგან განსხვავებით ნახევარდაცვის საყრდენ ზონაში მეტი აზროვნება მოძრაობა მობილურობა აქვს თორემ მცველებით ჩვენ ვჯობივართ
მოუგიათ, რავი ამ ეტაპზე გაგვიხარედეს უნდა, ვან გაალის გადადგომა მოიხსნა დღის წესრიგიდან
დიდი ბონუსი იქნება მომდევნო სეზონსაც თუ დაიწყებს

რა თქმა უნდა გავა ტოპ-4-ში, თუმცა თუ აქამდე ტოტენჰემის ქულების დაკარგვა მინდოდა, ეხლა პირიქით, რადგან ჩვენ თითქმი მათემატიკური შანსებიც მოგვესპო ტოტენჰემს და ლესტერს უნდა ვუბალელშიკო რომ იქნებ ვინ იცის მანჩესტერი დატოვონ ოთხეულის გარეთ, მაგრად გაასწორებს, დამიჯერეთ
არსენალის ჩემპიონობა მინდა, იმიტომ რომ სიტის 150 მილიონიანი კამპანია გაფლოპდეს!
რავი რა მოხდება ორი ბედოვლათის ფინიში აქვს სეზონს
ლივერპულს ჩემი აზრით მომდევნო სეზონშიც არ ეჯღანება რამე გრანდიოზული, ჯერ ერთი რომ საკმარისი ფული არ აქვთ მერე მეორე რომ კადრების დეფიციტია ევროპაში მწვავე, მერე კიდე ბევრი არ გადავა, აი იგივე პატოს ჩელსი უნდა ვიდრე ლივე
აი ყველას რაღაცა ეშველა მგონი, რეალი დაფრინვს, მანჩე იგებს, ლივე ზაფხულს ელოდება, სიტი გვარდიოლას, იუვე ჩვენზე ქვემოთ ეგდო და უკვე სერია A ჩაიდო ჯიბეში, ბავარიას თუ გაცდა ლიგასაც დადებს ასე მგონია
აი ჩვენ რა გვშეველება ნეტავ?
ყველა სიკეთესთან ერთად
GBP/EUR 1.3066
ვარდება და ვარდება
______________
კიდევ ერთხელ ვიძახი რომ დიეგო კოსტას ნაირად ჯერ არცერთი ფეხბურთელი არ შემზიღებია, ერთი სული მაქვს როდის წავა, მარა ვატყობ რომ ამ ზაფხულს ჯობია დარჩეს, ჯერ ერთი რომ კადრი არაა ევროპაში, მერე მეორე ლუბოი სატრანსფერი ოპერაცია ფულის ხარჯვაა, ისედაც გაგვიჭირდა და ჯობია რაც რესურსი გამოიყოფა ზაფხულში ნახევარდაცვას მოხმარდეს მაქსიმალურად..დარჩეს კოსტა, რემი ალბათ გაიყიდება, ფალკაოს იმედია გარკვევით მიანიშნეს რომ 1 წუთსაც აღარ ათამაშებენ და აჯობებს ზამთარშივე გაიქცეს...მატიჩი სესკი ოსკარი მიკელიდან მე როგორც ვთქვი სულყველას გავყრიდი მარა არ გამოვა მასე, ორი მაინც რომ გაუშვან უკვე კარგი იქნება, ასე უცებ ვერ გაცხრილავენ თან ულიგო სეზონია წინ...აი 2014 ჩვენ რომ ფაბრეგასი მოვიყვანეთ 27 ფუნტად, რეალმა 20 ფუნტად კროოსი წაიყვანა, არც გავნძრეულვართ, რამდენად უფრო მოძრავია კროოსი ვიდრე ეს მძღნერი, მატიჩს და დანარჩენებს არ შევადარებ, შეურაცხყოფას არ მივაყენებ კროოსს...იგივე იყო მოდრიჩზეც, ვითომ დავბიდეთ და ბოლოს რეალმა წააცუნცულა ოქროს კადრი, იაია ტურეზე აღარაფერს ვიტყვი, აი რომ ვაკვირდები სპლაშნოი შეცდომები გვავს ბაზარზე, ერთი მეორეზე უარეს ყ..ბს ვყიდულობთ როცა სხვა გაცილებით უკეთესი კადრებიც იყვნენ და ვერ მოვიყვანეთ...ეს იმიტომ ხდება რომ მაგარი ყ.. გუნდი ვართ აი ისეთი მაგარი ყ.. რომ ვერ გაგვიგია ბოლომდე
არც ვიცი ვინ უნდა მოიყვანონ, პოგბა გამორიცხული ჩემი აზრით, მეტი სხვა ისეთი არავინაა, ვერატის პსჟს ჩვენ ვერ წავართმევთ, ბარსა ან იუვე თუ შეძლებენ დაისედაც რისკია იტალიელის მოყვანა..მოკლედ არ ვიცი რა, რას ვიზამთ, ვირაცა ევროპაზე ამოკაშკაშებული ერთ ტურნირა ფლოპი შეგვეტენება და დაი ბოგ მომდევნო სეზონი ტოპ-4 დავასრულოთ
რანიერი უნდაო აბრამოვიჩს
SIDCFCრომ ამ ზაფხულს გაუშვებენ

ისე ეგეც მუსულმანია მგონი

თუ არა?