J_Jმე რო მკითხო შენ მსჯელობ არასწორად

კაცო განა არ მესმის, მეც მენატრება ჩემი ბავშვობის დროინდელი ფეხბურთი და ფეხბურთელები მაგრამ...
შენ რომ არ დაბადებულიყავი იმ ეპოქაში რომელშიც დაიბადე დარწმუნებული ხარ რომ ისევ იგივე გემოვნება გექნებოდა? არ მოგონს ეს ათლეტიზმი გასაგებია მაგრამ რატო არ მოგწონს? იქნებ ბავშვობაში რომ სვანაირ ფეხბურთს უყურებდი, სხვანაირი გემოვნება ჩამოგიყალიბდა და მაგიტომ?
არ არსებობს აბსლუტური საზომი, ზოგი დისციპლინით იგებს, ზოგი ტიკი-ტაკათი, ზოგი ინდივიდუალიზმით, ზოგი კატენაჩოთი და ზოგიც ძუძუებით კენწვლით. მე და შენ რომელი მოგვწონს ეს სუფთად გემოვნების საიკითხია.
აი 13 წლის ბავშვები მესი და რონალდოს აღმერთებენ და უფროსი თაობა არა ხო? რატომ მიუთიტებს ეს მაინცდამაინც ამ 13 წლის ბავშვების "დაბალ დონეზე"?
საერთო ჯამში ყველა თაობა ძლიერად მიიჩნევს იმ საფეხბურთო ეპოქას რომლის ყურებაც მოუწია ზუსტად მაგ 13 წლის ასაკში, ნუ ასაკი ფორმალურია მთავარია ემოციური ფონი.
გაიზრდება ეს თაობა, ლაპარაკსაც ისწავლიან, ლოგიკასაც და შეიძლება ძალიან ბევრ ძველი თაობის მოყვარულ გულშემატკივარს ყველანაირი დებატი მოუგონ.
ანუ იმის თქმა მინდა, ის დაჯმა, რომ მხოლოდ პატარა ბავშვებს ევასებათ მესები და რონალდოები ძალიან სუბიექტურია. ჯერ ერთი თითოოროლა უფროსიც გამოერევა მაგათი თავგადაკლული ფანი და მერე მეორე ეგ ეგრე იყო და არის ყველა ეპოქაში. პელეს თაობას პელე ურჩევნ ყველას, მარადონასას მარადონა და ა.შ
ეს მხოლოდ იმას დააბრალო რომ ობიექტურად ესე იყო და დაიკიდო სუბიექტური მიზეზები ძალიან არასწორია.
თორე ძველი თაობის ფეხბურთელების და ფებურთის დამცველი ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ და ვიქნები გინდა აქ და გინდა ცხოვრებაში. და ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რო სიტყვაზე პელე რო დღევანდელ ფებურთში ჩაგესვა ვერ გადაირტყამდა ყველას და ყველაფერს. იმ ეოქას და იმ დროს თავის ეშხი ქონდა და მამენტ შეიძლებ იმ დროს პელეობა უფრო ძნელიც კი იყო და ა.შ
მაგრამ ამდენადვე შორს ვარ იმ აზრისგან რომ მესი რო აიღო და თუნდაც იგივე 90-2000-იანებში ჩასვა არ იქნებოდა გამორჩეული.
ერთიც უკიდურესობაა და მეორეც, რომელიც უფრო სუბიექტურ მიზეზებს ეყრდნობა ვიდრე ობიექტურს.