Really?ნაკლები იყო დამიჯერე.
ჯერ მარტო ფინტი და დრიბლინგი იყო დენილსონივით.
კარგ დარტყმებს, პასებს და მოედნის ხედვას ნაკლებად ჩითავდა.
მთლად დენილსონივით უფანტაზიო არა თავს რომ არ წევდა საერთოდ ზემოთ მაგრამ არ მახსენდება მაგის მიერ გაკეთებული კარგი გამჭოლი პასი ან შორიდან დარახუნება.
ეფექტურად კი ჩანდა ყველაფერი რასაც აკეთებდა მაგრამ ნეიმარივით მრავალფეროვანი არ იყო.
მერე გუნდი საკმაოდ კარგი ქონდა.
დიეგო (რობინიოზე არანაკლები ეგოინათ)
ელანო
ალექსი
და დადეს ბრაზილიის ჩემპიონატი მარტო ისაც სრულიად შემთხვევით.
წრიული სისტემა რომ ყოფილიყო როგორც ნორმალურ ჩემპიონატებშია უშანსოდ იქნებოდნენ.
ლიბერტადორესზე კიდე რომ ააგდო ბოკა ხუნიორსმა ეს გუნდი 180 წუთი აღარ ჩამოუგდიათ უკან თავბედი აწყევლინეს.
ეგ ერთი წელი.
მანამდე კიდე ხან ჩილურმა გუნდა გამოაგდო ხან პარაგვაულმა.
ნეიმარის სანტოსმა 3-ჯერ ზედიზედ დადო პაულისტა.
და ლიბერტადორესის თასიც მიაყოლა ზედ.
ეხლა ვიღაც იტყვის 3 ჯერ ზედიზედ პაულესტას მოგება რა ჩემი ფეხებიაო.
კი ბატონო მაგრამ რატომ რობიონიომ ვერ მოიგო თუნდაც 2-ჯერ ზედიზედ.
რატო კაფუ, ჟუნინიო, ლეონარდოებით გაძეძგილმა სან-პაულომ ვერ მოიგოი თავის დროზე თუ ესეთი იოლი საქმეა.
საერთოდ რაც პელე წავიდა ვერავინ ვერ ქნა ეგა.
სასწაული სტატისტიკა+ტიტულები დადო.
რას მესი და რონალდო იყვნენ ევროპაში რომ გგონია 30 გოლი სეზონში მაგარი მიღწევა და ტიპები 50-ზე ადიან.
დაახლოებით იგივე ქნა სამხრეთ ამერიკაში.
ბრაზილიაში ნამდვილად უნიკალურია მაგ მხრივ.
არგენტინაში არ ვიცი ვერ დავდებ თავს შეიძლება მარადონას უკეთესიო სტატისტიკა ქონდა თავის დროზე ან დი სტეფანოს.
უბრალოდ ვამბობ როგორ დაიწყო.
საბოლოო ჯამში ეგ ფეხბურთელისთვის არაფერს ნიშნავს ადაილტონი იყო ყველა დრიოს საუკეთესო ბომბარდირი ახალგაზრდული ჩემპიონატების და მერე ეგ ტიტული სავლიოლამ ჩამოართვა.
ერთი შეწვი მეორე მოხარშე.
მაგათ ასაკში რივალდოს ბატს ეძახდნენ და თავისივე გულშემატკივრები უსტვენდნენ.
პარნამბუკანოს შტატის მესამე დივიზონის გუნდში არ აიყვანეს ტიპი.
ისეთი გუნდი იყო ვიღაცას რომ ფანჯარას ჩაუმტვრევდნენ და ის კაცი ბურთს დაუჭრიდა ორი კვირა ისვენებდნენ ტიპები იძულებით