მოკლედ მწვრთნელი ტაქტიკების გარდა ადამიანურადაც მაგარი უნდა იყოს რა
ხანდახან ტაქტიკაზე მნიშვნელოვანი ადამიანური მხარეა
სწორად თუ მიუდექი ფეხბურთელს უფრო მეტს გამოწურავ მისგან ვიდრე მშრალად რაღაცები უხაზო დაფაზე და კვირაში ერთხელ დაელაპარაკო
ვინ წამოვიდნენ ახალგაზრდა მაგარი მწვრთნელები ყველა დიდ დროს უთმობს ფეხბურთელებთან ურთიერთობას
გუარდიოლას ერთი პერიოდი მეგონა ანალური სექსი ქონდა კეიტასთან იმდენად ახლოს იყვნენ ვარჯიშებზე ერთმანეთს დასდევდნენ ჭიდაობდნენ და რავიცი
სიმეონე, კლოპი, უყვართ ფეხბურთელებს იმიტომ რომ ჯიგრები არიან

მოტივატორები
შესაბამისად ფეხბურთელებიც მეტი მოტივაციით თამაშობენ
როცა იცი რომ გენდობიან და შენი იმედი აქვთ ერთიორად აუმჯობესებ ყველაფერს, უკეთესი ხდები
გუარდიოლამ ამას წინ თქვა, ჩემი მიზანი ტიტულები კი არ არის, მნიშვნელოვანია ფეხბურთელმა თქვას რომ ჩემთან ურთიერთობით უკეთესი გახდაო
გენიალურია

ლუჩოს რო ქონდა პრობლემები გუნდთან, მარტო ეგ არ იყო რო ტაქტიკურად უშვებდა შეცდომებს, მაგიტომ არ ვაგებდით
ის ნდობა არ ქონდათ ფეხბურთელებს, რაც მწვრთნელს და ფეხბურთელს კი არა ორ ადამიანს შორის უნდა იყოს
გარდამტეხი სწორედ ის კონფლიქტი და სოსიედადთან მარცხი იყო, სწორედ მაშინ აჩვენა ლუჩომ თავისი მტკიცე ხასიათი
ასევე პირველი ნაბიჯი გადადგა მესისთან დასაახლოვებლად, ჩემი აზრით ეგ იყო გარდამტეხი წერტილი
ლიდერებმა იგრძნეს რომ კაცი ყავთ გუნდში რომელსც შეგიძლია ენდო და კლუბის ექიმის პირით არ დაიწყებს ენების მიტანას პრეზიდენტთან
რაკიტიჩმა და ახლებმა იგრძნეს რომ ყველას თანაბრად უყურებდა ლუჩო და მიდგომაც თანაბარი იქნებოდა ყველასთვის
მუნირებმა იგრძნეს რომ თვით მასეთი არარაობასაც კი აქვს ლუჩოს გულში ადგილი ( ააწწწწ <3 ) და დავიქოქეთ

ძველებიდან ანჩელოტია მასეთი
უფროსი მამააო ფეხბურთელებს უთქვამთ ბევრს
სოლიდური, თან პატივს რომ სცემ და თან დასახმარებლად ყოველთვის მზადაა
არც მიკვირს რო მისტირიან კროსი და დანარჩენები
ანტიპოდი მაურინიო :დ სანამ კაი ურთიერთობა ქონდა თამაშობდა გუნდი
მერე დაიწყო ჩხუბი პრობლემები ფეხბურთელებთან, მყრალი ხასიათი გამოავლინა და დღეს ფსკერზეა
ბენიტესი რთული შემთხვევაა

ოდნავ არ აქვს ლიდერის თვისებები
ის ფილმი როა ბრედ პიტი და მსუქანა ტიპი რო მართავენ ბეიზბოლის კლუბს
ბრედ პიტი უცოდინარი ყოფილი ბეისბოლისტია მარა ლიდერია, არ ეშინია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება
რთულ მომენტებში ავლენს ხასიათის სიმტკიცეს და მოთამაშეები ენდობიან
ის მაგის დამხმარე მსუქანა ტიპია ბენიტესი

ძაან მცოდნე ტაქტიკურად განსწავლული მარა ვერ მართავს ფეხბურთელებს
არ იცის ვის როგორ დაელაპარაკოს, უფროსწორედ არ თვლის საჭიროდ ადამიანურ კომუნიკაციას
იქ მივა ვარჯიშზე 2 სიტყვით ეტყვის რონალდუს რა უნდა გააკეთოს და ჯარიმები რო არ უვარგა და რაღაც მეთოდი იცის რითიც უნდა გამოასწოროს

პროფესორია მარა უუნარო
2 სიტყვით არაა მარტო ტაქტიკური მონახაზები და ჩახლართული კომბინაციები ფეხბურთი
მინიმუმ 50 % ეს არის სწორი მოტივაცია და საერთო ენა კლუბის აბსოლუტურად ყველა წევრთან