ლუი ვან გაალმა MUTV-თან საუბარში განაცხადა, რომ ტრავმირებულთა შორის სამმა ფეხბურთელმა უკვე დაიწყო ვარჯიში. ასევე დაადასტურა მატეო დარმიანისა და ჯესი ლინგარდის დაზიანება, რის გამოც ვერ შეძლებენ თამაშს.
"არის სამი ფეხბურთელი, რომლებმაც განსხვავებული დატვირთვით მიიღეს მონაწილეობა ვარჯიშებზე, საქმე არც ისე ცუდად არის. ეს სამი ფეხბურთელია - რუნი, ერერა და სმოლინგი. იანგიც დაბრუნდა, თუმცა ჯერ კიდევ ესაჭიროება გარკვეული დრო".
"ჩვენ უნდა შევხედოთ, ვინ შეძლებს მათ შორის თამაშს. მაგალითად ანდერ ერერამ თითქმის ერთი თვე გამოტოვა".
"იანგი თამაშის დროს დისკომფორტს გრძნობდა, რის შემდეგაც ჩაუტარდა გამოკვლევა." - ციტირებს ლუი ვან გაალის სიტყვებს MUTV
დდშვცი