უარგუმენტოდ რა ვთქვი?
გუნდის უაზრო გინება დავიწყე თუ ღლეური ხუმრობები?
რაც ადრე მითქვამს ინტერზე და რასაც ეხლა ვწერ, ჩემი მხრიდან არგუმენტირებულია..
ჰაერზე არ ვწერ..
რაც მერე დაწერე, ეგ ყველაფერი უშუალოდ სამატჩო დეტალებია, რომელიც უამრავია..
ადრეც იყო, დღესაცაა, ხვალეც იქნება..
იქ პენალტი არ დაუდეს და იქ ხელი მიდებული ქონდა და იქ ტოლდომ 99-ე წუთზე რო გადათელა და გაიტანა ა.შ... ეგ ლირიკაა და ყოველთვის იარსებებს..
მარა სხვა რამეა, უკვე მოგებულ და აღნიშნულ სკუდეტოს რო საბუთებით ჩამოგართმევენ და ვიღაც უღირსები, შუა აგვისტოში, მეორე სეზონში, ოთახში აღნიშნავენ..
აი, იმენა შენს ქონებას რო გართმევენ, რაც დაიმსახურე, 9 თვე თავი მიაკალი და ვიღაც გალსტუკიანმა კაბინეტის ჭიამ ამოგიშალა დოკუმენტებში და მიისაკუთრა..
იასნად არც დაივიწყებ ხო?
1 პენალტი ვერ დაივიწყეთ 18 წლის თავზე, 1 პენალტი.. ვანო ყოველ დათრობაზე მაგას ლინკავს..
ხოდა შენ გიკვირს სკუდეტოს როგორ ვერ ვივიწყებთ?

კაი რა..
ეხლა, რო მოგადგეს უეფა, 2010 წლის ლიგის ტიტული ჩამოგართვან, მიზეზად მოგიყვანონ რო იქ ბარსასთან ნახევარფინალში, მსაჯების კომისარს დაურეკა ორიალიმ და რაღაცა ებაზრა..
აი, მაგ კვაზი მიზეზით რო ჩამოგართვან ლიგის ტიტული, და მერე ბაიერნმა რო კაბინეტში აღნიშნოს - არ გაგიტყდება?
და ეს" ყველა ხედავდა და ყველამ იცოდა" - როგორი რიჟა ბაზარია, იმედია ხვდები..
2000 წელს სკუდეტო იმენა ამოიღეს და ლაციოს მიუტანეს მუზეუმში, კოლინამ თან, ლაზიოს ცნობილმა ფანმა..
რა ვქნა ეხლა, ავღნიშნო სამსახურში ეგ სკუდეტო, რო დაგვიბრუნოს სასამართლომ?
მუნტარი, რონალდო, ტოლდო - ესეთი ეპიზოდები ყოველთვის იარსებებს ფეხბურთში.. ეგ საერთოდ არ ნიშნავს რომ 1 ან თუნდაც 5 ეპიზოდის გამო ვინმე სკუდეტოს არ იმსახურებს..
იმ 98-ში, შენი აზრით მარტო რონალდოს პენალტი მოხდა და მთელი წელი იუვეს არაფერი უკეთებია ხო? როგორ შეიძლება 2-3-მმა ეპიზოდმა მთელი სეზონი გადაწონოს?
მსაჯის შეცდომები არ ნიშნავს იმას რო ის აპრიორი მოსყიდულია ვინმეს მიერ..
მაგ ლოგიკით იქ ტოლდოს გოლზე, მსაჯმა დედა მოითყნა, სანამ არ გაატანინა ინტერს, არ დაამთავრა.. 9 წუთის სადმე დამატება გახსენდებათ, სხვა თამაშში?
ხოდა რა ვქნა ეხლა, მოსყიდულად ჩავთვალო მეც ის მსაჯი?

ტაკ შტო, ნუ შეუკიკინეთ ამ ერთეულ დეტალებს, ეგ არაა სეზონის გადამწყვეტი..
ღლეობა და უღირსობა რაც მოხდა ინტერის მხრიდან, ის დავპოსტე მე იმ ჩემ პოსტში და ეგ ეგრე იქნება, გინდა 40 წელი გავიდეს კალჩოპოლიდან..
ჩემის დაკარგვას და წართმევას, ვერც ფეხბურთში შევეგუები ვერსასდროს და ვერც პირად ცხოვრებაში.
ჩემი ჩემია და ჩემად უნდა დარჩეს. წერტილი.
და არანაირი "კი მაგრამ" და "აბა მასე ძმაო, ყველამ იცის რო..."
ამ აზრზე ვიყავი ადრეც და ეხლაც..
ეგ დავწერე ზუსტად, სხვა არაფერი მიგულისხმია..
ინტერის იმ საქციელს უღირსი და პაზორნი ქვია და მუდმივად მაგ ლაფის ტარება მოუწევს.. ვერ ჩამოიწმენდს..