დიდ ბოდიშს მოვუხდი სხვა გუნდის გულშემატკივრებს, რომ თემა კონკრეტულია, მაგრამ თქვენც მოგიწოდებთ როგორც საპატიო პიროვნებებს აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს ისტორიულ შერიგიების მცდელობაში
ახლა რაც შეეხება თემას, მე მგონია რომ იუვენტუსის და ინტერის გულშემატკივრებს შორის ურთიერთობა აბსოლუტურად ყოველგვარ ზღვარს სცდება, მე კი გამოვდივარ იდეით შევაერთოთ ლურჯი და თეთრი დროშები! ერთად ვისიამოვნოთ ფეხბურთით და ერთმანეთის წარმატებით! გავიხსენოთ რომ ჩვენს ძარღვებში ქართული (და არა შავ-ლურჯი და არა შავ-თეთრი) სისხლი დუღს და გადმოდუღს! რომ სპორტი აერთიანებს ადამიანებს
გერმანია და რუსეთი შერიგდნენ...
ზვიადისტები და მხედრიონელები შერიგდნენ...
სომხები და აზერბაიჯანელები ვერ შერიგდნენ...
მოდი ნუ დავემსგავსებით სომხებს და აზერბაიჯანელებს

ეს ჩემგან დიდ გუნდს! ინტერნაციონალეს!
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare