ისე გავბრაზდი ვფიქრობდი ნეტა გაგვითანაბრონ ისწავლიან ჭკუასთქო მარა რა უნდა გაგვითანაბრონ როცა ვერ სწავლობენ და იგივე შეცდომებს უშვებენ რაც კარპისთან, ემპოლისთან (გადავრჩით მაშიN) და ეგეთებთან გააკეთეს.
სირცხვილი იყო ბოლო 4 წუთი კიევომ ბურთზე ფეხი არ დაგვაკარებინა, როცა ასეთ თამაშებს ბოლო წუთებზე ბურთის გორებით ვამთავრებდით ხოლმე.
ამ დამანერვოზებელმა 1-0-მა ხო ტვინი შეჭამა. წყნარად ,აიმც ვიგებდეთ ხოლმე როგორც ეს თავიდან იყო.
ყველა მეკარეს ჩვენთან მოუნდება ხოლმე კარიერის საუკეთესო მატჩი.
ედერი ძალიან კაი ვინმეა, სწრაფი, ტექნიკური, მოტივირებული.
კიევო ვერონას ბალეშიკი კომენტატორებიღა გვაკლდნენ, გაგიჟდა კაცი ისე უნდოდა კიევოს გოლი.
რაც ცუდი და სახიფათო მოხდა ინტერის თავს, ყველაფერში ბროზოვიჩი იყო გარეული. გინდ ჩვენს კართან და გინდ კიევოს კართან. პალასიოს რო გადაეფარა და დარტყმა არ აცალა

კიდე კაი გაიყვანა თორე რაღაცას იზავდა ბოლოს.
როგორც ჩანს დარჩენილი სეზონი მაგისი ყურება მოგვიწევს, აბა სხვა ისეთი აღარავინაა - ალტერნატივა მხოლოდ მელო და გნუნკურია.
ნეტა არ მოუვა თავში რო სცადოს ერთხელ და ცენტრალურ ნახევარმცველად ლაიჩი დააყენოს?! რასაც ბროზო აფუჭებს, იმაზე უარესს რაღას იზავს ის. კრაიშნიკები და თავდამსხმელები ისედაც ბლომად გვყავს
ასეთი სუსტი ნახევარდაცვა არასდროს არ ყოლია ინტერს
მიმაგრებული სურათი