არცერთს გუნდს არ ვამართლებ, რომელიც ტიტულებს ვერ დებს და ახალგაზრდებსაც არ აძლევს შანსს. რა აზრი აქვს ახლა ჯეკოს თამაშს? ტოტის რომ დავანებოთ თავი, სადიქ უმარს რატომ არ აძლევს გამოცდილებას და განვითარების უკეთეს შანს? ან ახალგაზრდულში როგორ დავიჯერო რომ ერთი ნორმალური, პერსპექტიული განაპირა მცველი ვერ ნახეს, შარშან მაიკონი/ტორისიდისი და კოული/ჰოლებასით რომ დაგვთხარეს თვალები. მაიკონს არაფერს ვერჩი, კარგი ფეხბურთელი იყო ძალიან, ცუდადაც არ თამაშობს ხოლმე, უბრალოდ უკვე ასაკშია და ვეღარაა ხოდზე. ლუკა დინს არ დაგვიტოვებს პსჟ, არამგონია. ტრანსფერებში ამხელა ფულს რომ ხარჯავენ არ შეიძლება გამოცდილება მისცენ ახალგაზრდებს?
ერთი პერიოდი გარსიამ დაიწყო ახალგაზრდების შემოშვება, მაგრამ მაინც გარსიაა რა. სპალეტი კიდე ვითომ ამ გამოცდილ ფეხბურთელებს რომ ენდობა ერთით ნაკლებ გამოცდილის მაგივრად რომ ახალგაზრდა იყოს შეტევაში არ შეიძლება? ელ-შაარავი რამხელა იყო მილანში რომ დებიუტი ქონდა? შედეგს რომ დებდებს და სკუდეტოსთვის იბრძოდეს გუნდი კი ბატონო, მაგრამ ასე მგონია რომ რა თამაშებიც მოიგეს ჯეკოს გარეშე, უმარითაც მოიგებდნენ თავისუფლად. თუ არ მიეცი განვითარების საშუალება მაღალ დონეზე არასოდეს გეყოლება შენი აღზრდილი მოთამაშე გუნდში.
საბატინის კარგ ტრანსფერებს რაც შეეხება, მარკინიოსი იმიტომ არის კარგი ტრანსფერი რომ დიდი მოგება დაწერა? კარგი ტრანსფერი მაშინ იქნებოდა რომ შეენარჩუნებინა, არამგონია ტოპ ტრანსფერი მარკინიოსი იყოს, პიანიჩი უფრო მგონია ვიდრე ეგ, რატომ არის ვითომ მეათე ადგილზე? კარგ ტრანსფერებს დავამატედი ელ-შაარავის და პეროტის. ვინ შეადგინა ეგ სია? (ახალგაზრდებშიც გაჩარხა კარგი ტრანსფერები, პროსტა ჯერ არ ჩანს

) ცუდ ტრანსფერებს რაც შეეხება უჩანის გარდა ვეთანხმები, ტიპისთვის რეალური შანსი არ მიუციათ და ცუდი ტრანსფერი იქნება აბა რა იქნება... და დავამატებდი ფალკეს და ჯეკოს აუცილებლად!!!