რაკიტიჩს ვინც უშვებთ, რატომ უშვებთ, დაბალი ღობე ნახეთ?

ტიპი მეორე სეზონს ატარებს გუნდში და მაქსიმუმ ჩაგდებული ჰქონდეს 2-3 თამაში, ეგეც ისეთები, როცა გუნდმაც ვერ ითამაშა.
აიღეთ ნებისმიერი დიდი თამაში: კლასიკო, ლიგის ნებისმიერი ეტაპი და მითხარით სად ითამაშა თუნდაც საშუალო დონეზე? ყველა შეხვედრაში იყო ძალიან მაგარი.
ფინალში გოლი, სუა რომ არ ყოფილიყო, მეორესაც შეაგდებდა, ნახევარფინალში უზევესი თამაში, მეოთხედფინალში იგივე, მერვედფინალში იგივე.
რა გინდათ, რა?
რატომ უნდა წავიდეს?
რის გამოც მგონია, რომ რაკეტაზე მაგას წერთ და აგდებულად უყურებთ, დავწერ ახლა და არც ესიამოვნოს შეიძლება ბევრს:
ეგ არის ის, რომ ჩვენამდე სასუალო ან საშუალოზე ოდნავ ძლიერ გუნდებში თამაშობდა და მისი ნაკრები ელიტის წევრი არ არის.
უმეტესობა ამ კომპონენტებს უყურებს და არა იმას თუ როგორ თამაშობს ფეხბურთელი.
არ მევასება რა ასე რო აიგდებენ ხოლმე ასეთ გულიან და კარგ მოთამაშეებს იმის გამო, რომ ხორვატიაში დაიბადა და აქამდე ასე თუ ისე გრანდად წოდებულ გუნდში არ უთამაშია და ვერც მისი ეროვნული გუნდი დაიკვეხნის სასწაული მიღწევებით.
ამ ეტაპისთვის ვერ მეტყვით ერთ ობიექტურ მიზეზსაც კი თუ რატომ იმსახურებს რაკიტიჩი გუნდიდან გაშვებას.
თუ ვინმე რამეს დაწერს, ეს იქნება წიპა ვინც მოვა ის უფრო დიდხანს გვეყოლება მერე და ასეთი პოსტები.
იმ თამაშით, რასაც რაკიტიჩი აჩვენებს ეს ორი წელია, არაფერი აქვს ვინმეს დასაწუნი და გასაშვებიც არ არის, ხელუხლებელი კაცია.
თუ მოუკლებს, შეცდომების დაშვებას დაიწყებს და გუნდი დაზარალდება მაგის გამო, გაუშვან ბატონო, ჯვარი არავისზე არ გვაქვს დაწერილი.
მაგრამ, იმ თამაშის ფონზე, რასაც ეს კაცი აჩვენებს და მაინც გასაგდებად იმეტებდე, არაა მთლად ადექვატური აზრი.
რამდენი პლიუსი აქვს ტიპს.. ნებისმიერ დროს შეიძლება ადგეს, დასცხოს 30 მეტრიდან და გაიტანოს გოლი.
რამდენს დარბის, თან როგორი პროდუქტიულია. პასები დიაგონალზე, ვერტიკალზე, დაზღვევაზე თამაში..
ყველა კომპონენტში არის ძალიან დახვეწილი და კლასნი..
ემთხვიოს ბარეორი და სამი ნახევარმცველი მისი ამპლუის და მთხვევა მისი თანამემამულით დაიწყონ.
IR4
