ფეხბურთელი ყველაზე ნაკლებად ფიქრობს გადასახადს თავი აარიდოს იმიტომ რომ უკვე იმდენი ფული აქვს ვერ დახარჯავს ცხოვრების ბოლომდე.
იგივე მასკერანო ბავშვი რომ იყო ოცნებობდა რომ მილიონერი ვიყო ნეტაო.
ეხლა 20 მილიონი აქვს.
რატო მოტეხავს გადასახადს და გაიშარავს თავს ალოგიკურია.
მაგრამ თუ დააკვირდები ძირითადად ეგ ამბავი ემართებათ სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს და ამის მიზეზია არა ის რომ იმდენად სულელები არიან რომ გადასახადებს მალავენ არამედ ის რომ სისტემაა დედა#####ულის ერთი.
ბრაზილიურში ვარ უფრო ჩახედული მაგრამ არამგონია არგენტინული შორს იდგეს დიდათ.
არსებობენ სააგენტოები რომელიც დაარსებულია 2 ტიპის მიერ მეზობლის დაქირავებულ ბინაში.
გამოჩნდა ვინმე ნეჭიერი ბავშვი უბანში დონატო.
ეს ტიპები უხდიან მამაისს ფულს რომელიც ვთვათ 500 დოლარს და პირდებიან რომ შვილს კაი გუნდში მოაწყობენ.
ოღონდ უდებენ პირობას რომ თუ გაქაჩა ამ დონატომ რაღაც წილი მისი ტრანსპერებიდან ეკუთვნით.
ესენი არიან ე.წ მელკი რიბები.
თუ დონატო მართლა ვარგა გამოჩნდება მეორე სააგენტო რომელიც ამ ტიპებს 2000 დოლარს უხდის და ქაჩავს ბავშვს.
მერე კიდევ მესამე რომელიც საერთოდ უფრო ჭკვიანი ტიპის დაარსებულია და ოფშორშია რეგისტრირებული გადასახადების გადახდას რომ თავი აარიდოს.
ამას დაამატე კლუბი.
მოკლედ დიდი ბარდაგი ხდება ბოლოს.
რაც უფრო ნიჭიერია ბავშვი მით უფრო დიდი ბარდაგი ხდება.
2000 სუბიექტს აქვს უფლებები მასზე რაღაც ჩახლართული ყიჭოპიჭო კონტრაქტებით თავსა და ბოლოს რომ ვერ გაუგებ.
არ გაეკარები ამ სააგენტოებს უშანსოდ ხარ უბნის გუნდს ვერ გაცდები.
სხვათა შორის ბრაზილიური ფეხბურთის კრიზისის მთავარი მიზეზი არის ეს უკვე ყველამ აღიარა.
მერე რაღაც ეტაპზე შეიძლება იქირავო კიდეც ძალიან კვალიფიცური ბუღალტერი რომელიც დაგილაგებს ყველაფერს.
ოღონდ კვალიფიციური დაგილაგებს მაშინ საქმეს თუ არავის არ უოღრაშია ამ ურიცხვი სააგენტოდან და აგენტიდან ვისთანაც შენ გქონდა საქმე.
თუ კიდე იქ არეულობაა ის კაცი ქრისტე ღმერთი არაა სამჭკუაშვილია.
დარჩება თეთრი ძაფით ნაკერი ადგილები რასაც შეიძლება ჩაეძიოს ყოველთვის საგადასახადო ექსპერტი.
მითუმეტეს ესპანეთში სადაც ეს საქნე ესე არეული არაა და მოწესრიგებულია.
რომ შედის რევიზია მაღაზიაში და სალაროში ნაშთი არასწორია და ნახევარი პროდუქცია გამქრალია.
ვინ იჭყლიტება მეპატრონე.
არადა შეიძლება თანხა თანამშრომელბმა მოტეხეს ნაშთები საწყობის უფროსმა ყიდა ლევად.
თუ რაღაც კრიტიკულ ზღვარს ცდება დანაკარგიც ლუკა პაჩიოლი რომ წამოაყენო საფლავიდან ის ვერ გაასწორებს ამას.
ან გეტყვის 30 მილიონი გადაუხადე სახელმწიფოს და პირნათელი იქნებიო.
ჯარიმები საურავები და რამე.
30 როგორ გადაუხდი როცა სულ 20 იშოვე

ჰოდა იჭედები რა.