Georgian_90გოჩობა პირობითი ცნებაა, ჩემთვის, მაგალითად, ამ შემთხვევაში, არასერიოზულ რამეს ნიშნავს და ახლავე აგიხსნი რატომ.
მაგალითად ბუსკეტსის, ან რავიცი ნებისმიერი ფეხბურთელის ყველა დროის საუკეთესოდ აღიარება (თავის პოზიციაზე), არის არასერიოზული თუნდაც იმიტომ, რომ ფეხბურთი სანამ იარსებებს, ყოველთვის იქნება იმის შანსი, რომ მასზე უკეთესი გამოჩნდეს ვინმე. მე არა მგონია, პელეს ან მარადონას თანამედროვეებს წარმოდგენა მაინც ჰქონოდათ, ვერც კი გაიფიქრებდნენ, რომ მესისნაირი ფეხბურთელი შეიძლებოდა დაბადებულიყო. მეც და შენც, ვერასდროს დავუშვებთ, რომ მესიზე მაგარი შეიძლება დაიბადოს და მასზე მაგარი იყოს, მაგრამ რა იცი, გავა ათწლეულები და შეიძლება მართლაც დაიბადოს.
და საერთოდ ფეხბურთელების შედარება იმ მხრივ, რომ "ეს" უკეთესი იყო ვიდრე "ის", არასწორია. ყოველთვის მოძებნი კრიტერიუმს, რითიც ერთი სჯობია მეორეს, და პირიქით.
მაგალითად უამრავი კრიტერიუმია რითიც სიტყვაზე რონალდო სჯობს მესის. რეალობა კი ის არის, რომ ფეხბურთი, ყველაზე არაპროგნოზირებადი სპორტია, ვერ იტყვი, რომ მაგალითად ბარსა რომ შარშან ყველა გუნდზე მაგარი იყო, აუცილებლად გაცდებოდა სიტყვაზე მადრიდის ატლეტიკოს რომ შეხვედროდა ლიგაზე სადმე პლეიოფში. ყველაფერს წყვეტს კონკრეტული პატარა ეპიზოდები.
აი მაგალითად შარშან სელტასთან 2 თამაშში 1 ქულა ავიღეთ, მაგრამ იმიტომ, რომ სხვა გუნდებს უფრო კარგად ვეთამაშეთ, სელტაზე გაცილებით უკეთესები გამოვდექით. არადა რეალურად 2 თამაშI გვქონდა, სადაც ვერაფერი მოვუხერხეთ, გვჯობდა?

) იასნა არ გვჯობდა, უბრალოდ იმ ეპიზოდებში (ურთიერთშეხვედრებში) გვაჯობეს.
იმედია მიხვდი რას გეუბნები :დ
თორე ჩემთვის პირადად, ბერგკამპზე მაგარი ფეხბურთელი არ არსებულა, მაგრამ არც ტიტულები აქვს და არც იმ დონის საერთაშორისო აღიარება (თუნდაც ინტელექტის, რაც თავისთავად სასაცილოა, ბერგკამპს, როგორც ინტელექტუალ ფეხბურთელს რომ არ აღიარებენ და არ აფასებენ) როგორიც ბევრ სხვას.