დღეს ვუყურე ბავარიის თამაშს... და საერთოდ რაც ფორტუნამ ჩვენ გვარგუნა იმის მერე ვუყურებ მათ თამაშებს...
ნუ უნდა ითქვას რომ იმ ბავარიისგან განსხვავებით რომელმაც ჯერ არსენალი, მერე ჩვენ, მერე ბარსა და ბოლოს დორტმუნდი გამოისვა (დორტმუნდი მაინც ნაკლებად, თანაბრად ითამაშეს მე თუ მკითხავ ფინალი) ანუ ჰაინკესის ბავარიისგან განსხვავებით ეს ნამდვილად არ არის იმ დონის, ყოველ შემთხვევაში დიდი მონდომებით და ნაკლები შეცდომებით თამაში ნამდვილად შეიძლება და გასვლაც 1/4 ში...
ახლა ჩემი სიტყვები რომ უბრალო სიტყვები არ იყოს შევეცდები კონკრეტული მიზეზებიც დავასახელო რატომ მგონია ასე, იმიტომ რომ ჰაინკესის ბავარიასთან ნებისმიერი გუნდის მოგება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა...რაღაც მონსტრი იყო... შეუჩერებელი, დაუმარცხებელი...
ჯერ ერთი იმ გუნდის მთავარი შემსრულებლებიდან ნახევარი ან წავიდა (კროოსი, შვაინშტაიგერი) ან დაბერდა (რობენი 32, რიბერი 32, ლამი 32)
2. ჰაინკესი ათამაშებდა ზუსტად იმ ფეხბურთს რომელიც თითოეული გერმანელის გულში, სისხლში და ხასიათშია... მებრძოლი, 1 წამიდან ბოლო წამამდე შეუჩერებელი, დისციპლინირებული... ახლა ეს თვისებები აღარ აქვს ბავარიას, ნამდვილად აღარ აქვს. გვარდიოლამ კი ყველაფერი პრაგმატულად გადააწყო. გუნდისგან არ ითხოვს ხასიათს, ითხოვს ტექნიკას, შესრულებას და ტაქტიკურ დახვეწილობას. მაგრამ გვარდის ერთი ცუდი ჩვევა აქვს მგონი, როგორც კი ხედავს რომ რაღაც ისე არ მიდის როგორც მას სურს და ეს დროში იწელება, მას გული უცრუვდება და რაღაცნაირად ფეხებზე იკიდებს ყველაფერს. ახლაც ასეა ის უკვე მანჩესტერ სიტიშია ფიქრებით...
გუნდი არის საშინლად არა გერმანული, ჯერ ერთი 13 უცხოელია ასე თუ ისე ძირითადში რომ მოიაზრებიან. ესპანელები, ფრანგები და სამხრეთ ამერიკელები... ეს ნამდვილად არ არის გერმანული სტილი, ჰაინკესის დროს ეს რიცხვი ფაქტიურად ნახევარი იყო... ნუ ანუ მაშინაც იყო შეიძლება 13 მაგრამ ნუ შაქირიზე, ჰოლდბერგზე, ტიმუშუკზე, გუსტავოზე, პიზაროზე და ა.შ. არ იყო აწყობილი გუნდი... ახლა კი გუნდის ფილოსოფია აწყობილია (მიუხედავად ტრამვებისა) ბენატია, მარტინესი, ბერნატი, ხაბი ალონსო, ტიაგო, ვიდალი, კოშტა, კომანი, ლევანდოვსკი... მოკლედ გუარდიმ მაგრად არია რეკორდმაისტერი და ყველაზე მთავარი... გერმანული სული გაუქრო
გუნდში აბსოლუტურად ჩამოშლილია დისციპლინა
როგორი ამბავია? იცი რომ მწვრთვნელი გყავს რომელიც ფიქრებით უკვე სხვაგანაა (ჰაინკესი ანებებდა და ეს ახალ ცხოვრებას იწყებს) ვიდალი იყიდეს დიდი იმედებით და გალოთებულა ეგ უბედური

) იქ ჩხუბობენ ვიღაც "კრისა" გვყავს გუნდშიო და იმას ვეძებთო... ლევანდოვსკის უნდა თუ არა წასვლა რეალში ჩვენ მაინც არ ვუშვებთ არსად 2019 წლამდეო... ხვდებით ხომ? შეიძლება ეს სიტისთვის იყოს ნორმალური მოვლენა, სადაც შეიძლება გადაწყვიტო რომ გუნდში სამი თვე არ მიხვიდე (ტევესი) ან პსჟ სადაც მსაჯს აქეთ ეძახდე (იბრა) მაგრამ არამც და არამც ბავარიაში... გუნდი რომლის უპირველესი ფილოსოფია დისციპლინაა...
ამას ემატება რა თქმა უნდა ტრავმები... ვითომ არაფერი მაგრამ გუნდს ფაქტიურად დაცვა არ ყავს. დღეს ვუყურებდი თამაშს (ლევერკუზენთან) და დაცვის ცენტრში ვერ შემდგარი ფეხბურთელი ბადშტუბერი (ბოლო სამ სეზონში 29 თამაში აქვს ნათამაშები სულ... ამდენს ლიხშტა კვირაში თამაშობს) და 20 წლის ნახევარმცველი კიმიხი იდგა... ნუ ლამი და ალაბა ნამდვილად ორი ძალიან დიდი (უფრო სწორად ერთი ძალიან დიდი და მეორე ძალიან კარგი) ფეხბურთელია... რაც შეეხება ნახევარდაცვას, ნუ ის რაც ყველაზე ძლიერი მხარე იყო ბავარიის დღეს რაღაცნაირად დაშლილია. ნუ ჩემი აზრით ჯერ ერთი იმიტომ რომ ვერ ჩამოყალიბდნენ ვინ არიან ძირითადის ხალხი... ხაბი ალონსოს არ ეშვება ეს კაცი ცოცხალი თავით და დანარჩენ ორ ადგილს (ცენტრში) ხან ვიდალი იკავებს, ხან ტიაგო, ხან მულერი, ხან მარტინესი, ხან როდე და ხან ვინ და ხან ვინ... პლუს მუდმივი ტაქტიკური ცვალებადობა... ხან 3-4-3 ხან 4-3-3, ხან 4-1-4-1, ხან 4-2-3-1 ხან რა ხან რა... ამას ბარსაში დაეჩვია სადაც დიდი მნიშვნელობა არ ქონდა რა ტაქტიკით ითამაშებდა გენიალური გუნდი და ფეხბურთელები, ბავარიას კი სამწუხაროდ ასეთი დრო არ უდგას ახლა. რაც შეეხება ფლანგებს, კარგები არიან კოშტა და ჩვენი ყოფილი მაგრამ ამ ეტაპზე რიბერი-რობენამდე ძალიან შორს არიან... ლევანდოვსკი კი მიუხედავად იმისა რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, ის მაინც უფრო ტარანის ტიპის შემტევია და მას მომენტები სჭირდება, რომელსაც გუნდი უნდა უქმნიდეს, ანუ ლევანა პირდაპირაა დამოკიდებული გუნდზე... აი ტომას მიულერს უფრო შეუძლია მოედანზე თავის თავს მიხედოს ვიდრე პოლონელმა... მოკლედ ბარიგა ვიდალი, 18 წლის მუშკეტერი კომანი, პროფესორი ლამი და გიტლერიჩი მიულერი ვერ ჩაეტევიან ერთ ქვაბში, ეს ფაქტია...
ახლა ჩვენ რა შეგვიძლია ამას დავუპირისპიროთ, მიუხედავად იმისა რომ მაინც ფავორიტებად უფრო გერმანელები არიან მაინც...
გუნდი რომელიც არის კარგად შეთამაშებული, ერთ ფილოსოფიის ქვეშ გაერთიანებული და კარგ ფორმაში შესული...
ასე რომ უიმედო მდგომარეობა ნამდვილად არ არის, ნამდვილად კარგი თამაშები გველის წინ და ნუ იღბალიც დიდ როლს ითამაშებს... ისე კი მონდომებით თუ მოვინდომეთ დაუმარცხებელი ნამდვილად არ არის ბავარია
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare