მწვრთნელისგან რა გინდათ მართლა ვერ ვხვდები

პირველ ტაიმში გადაწყვიტა სრულად მიეცა ბურთი, უნდოდა ეგრძნობინებინა იმათთვის, რომ არაფერი არ გამოსდით + სულ ამ ტემპში და მასირებულად ვერ იქნებოდნენ, ასევე ჩვენ კონტრები უნდა გამოგვეყენებინა და ამოგვეტანა სწრაფად ბურთი, რაც ფეხბურთელებმა ვერ შეასრულეს, პირველ რიგში მარკიზიომ და ხედირამ.
დიბალას ვაბშე სივრცე არ მისცეს, ვერაფერი ქნა ბავშვმა, გარდა გოლისა, რომელიც კლასნად შეასრულა, მკვლელი ფინიშერია დიბალიშე.
გოლიც გასახდელში გაგვიტანეს და ეგ იყო ყველაზე ცუდი. რომ არ გაგვეშვა გოლი, სხვანაირად დასრულდებოდა მატჩი 100% დარწმუნებული ვარ
როგორ უნდა დაუჭირო ამ ბავარიას ბურთი, ამათ უნდა ეთამაშო სწრაფი, ხისტი თამაში, კლოპის სტილში, რაც მეორე ტაიმში გავაკეთეთ და შედეგი დაიდო.
ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება და 90 წუთში წაგებული თამაში გადაარჩინა გუნდმა და მეტიც, მესამეს გატანაც შეგვეძლო
მეორე ტაიმი მწვრთნელისააო ნათქვამია და ფაქტი - ალეგრიმ მეორე ტაიმი მოიგო!
ძალიან მცირე შანსი დაგვრჩა, მაგრამ მაინც დაგვრჩა. უნდა ითამაშონ იქ ლაღად და აუღელვებლად, გასატანი გვაქვს გინდა არ გინდა, არც არაფერი გვაქვს დასაკარგი, ფავორიტები ნამდვილად არ ვიყავით ამ წყვილში. აი ალეგრი და მორატა არიან დამნაშავეები, რომ მეორეზე გავედით და ბავარია შეგვხვდა. სევილიასთან მოსაგები გაქვს, მიდი რა მიაწექი გადაჯეგე, მოუგე და გადი მშვიდად და ეთამაშე 1/8-ში გენტებს და პსვებს რა.
მიუნხენში ჯოჯოხეთი იქნება. ეს წმინა 2 მატჩიანი ბრძოლაა რა. აქამდე ბავარია პორტოებთან და ვიღაცეებთან აგებდა გასვლაზე, მაგრამ მერე 6-1ებს უგებდნენ მიუნხენში უშანსოდ, ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ასე არ იქნება

თუ გავვარდით (რისი დიდი ალბათობაცაა), მგონია რომ 1 ბურთით გავვარდებით ან სტუმრად გატანილი ბურთის უპირატესობით
აი რომ მოგვეგო 3-2, მაინც იგივე შანსი იქნებოდა ჩემი აზრით. დიდი წნეხის ქვეშ გავიდოდნენ იქაც და პირველი ტაიმის სცენარი იქნებოდა, ახლა კი თავისუფლება უნდა მისცეს ალეგრიმ შედარებით, რაც არის არის, გამოჩნდა რომ ისინიც ადამიანები არიან და ტყდებიან და შეიძლება თამაში.
პაპუნა_გილოცავ პირველ რიგში კარგი ანგარიშის დაჭერას ტურინში.
მაგრამ ახლა რა გინდა, რატომ გვეკითხები, გვგონია თუ არ გვგონია?!
გვჯერა ხო, მერე?!
რას ითხოვ ჩვენგან?
This post has been edited by Tifo on 24 Feb 2016, 12:12
"Those are brave men knocking at our door. Let's go kill them"