აბა ოლდსქულერები რამდენნი ხართ?
ვუყურებ დღევანდელ ბარსელონას და თვალებს ვერ ვუჯერებ ხოლმე!ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ ასეთ სათამაშო პიკსა და წარმატების ზენიტს მივაღწევდით.ახლაც თვალწინ მიდგას ბორბასდროინდელი ბარსა

წლები,როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურისთვის ვალენსიასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გვქონდა გაჩაღებული.ხანა,როდესაც ყოველთვის სახიფათო ზღვარზე ვთამაშობდით და ალავესთან გატანილი გოლიც კი ისე გვახარებდა ხოლმე,როგორც ბელეტის მიერ არსენალის კარში შეგდებული ბურთი ჩემპიონთა ლიგის საფინალო მატჩში.არ მინდა ვინმემ იფიქროს,თითქოს იმ წლების ბარსა ჩაძირული და სუსტი იყო,არა მეგობრებო,უბრალოდ მაშინ უფრო კონკურენტუნარიანი კლუბები იყვნენ ჩემი აზრით და ჩემპიონატიც მუდმივად დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა.ალბათ იმიტომ,რომ ყველა გუნდს ჰქონდა რაღაც პოტენციალი,ყველა კლუბს ჰყავდა დამრტყმელი ძალა,რომლისგანაც ყოველთვის იყო ხიფათი მოსალოდნელი.მაგალითად: დარიო სილვა მალაგაში,ტამუდო ესპანიოლში,მოსტოვოი/კარპინი სელტაში და ა.შ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა რივალდოს მხრებზე გადებული ბარსელონას თამაშების ყურება.კარში "დირკაჩი" დუტრუელი,თავტლოპინა აბელარდი,მაიმუნისპროჭტუჩებიანი რაიციგერი,ღიპიანი სერხი,უნივერსალური ოვერმარსი,ცალფეხა კლუივერტი და რაღა თქმა უნდა განუმეორებელი ბატისფეხება რივალდო (ჩემი კუმირი

) ბევრს დავთმობდი,ოღონდაც ისევ იმ შემართებით და სულისკვეთებით მაყურებინა თამაშს,როგორც ადრე მაქვს ნანახი მრავალჯერ.
მე ამაყი ვარ,რომ ბარსელონას ასეთი აღმავლობა საკუთარი თვალით ვიხილე და ამ ეპოქის მომსწრე გავხდი.ბედნიერი ვარ,რომ ჩემი გულშემატკივრობის წუთებს ფუჭად არ ჩაუვლია და ბარსელონამ დამაფასა მე,როგორც გულშემატკივარი.
P.S მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები მაისურების საკითხში და ვთვლი,რომ1999 წლის ეკიპირება საუკეთესო იყო და არის ბარსელონას ისტორიაში
This post has been edited by FLOKKKI on 22 Feb 2016, 14:20
მიმაგრებული სურათი