zigfriedრა ქენი ახლა, ლუჩო დაიცავი?
თუ ასეა, შეგახსენებ, ჩემთვის ლუჩო იყო მაშინაც, როცა აქ ყბაჩოდ ითვლებოდა , ასე რომ, შენი დაცვა არ ჭირდება ჩემთან.
შედეგზე კი არა თამაშზე იყო ლაპარაკი, თორემ პლეიოფში არსენალის გაგდება არასოდეს ყოფილა სათუო, ამიტომ ჩემთვის რა შედეგი დაფიქსირდებოდა მეორეხარისხოვანი იყო
მე ისიც მესმის, ლუჩო თასებზე უფროა ორიენტირებული და შენ რომ ურჩიე უმსგავსოს, მერე მოდიო, არც ეგ რჩევა მჭირდება )
უბრალოდ, სულ უფრო ნაკლებია თამაში , მაგრამ ამ სეზონისთვის შეგუებული ვარ და ვთმობ )
ამ კონკრეტულ მატჩში კი რაც ყველაზე მეტად არ მომეწონა, სისუსტეები რომელიც ჩანდა, "ავტობუსი" რომ შეიძლება საშიში აღმოჩნდეს, სკამიდან გაძლიერების, ან თამაშის ტაქტიკურად შეცვლის სიმწირე. (ეს კიდე არსენალთან, რომელიც ტრადიციულად სუსტია ამ კომპონენტებში)
არ ვთვლი შენსავით, რომ უმხეცეს ფორმაში არიან, ჯერ ადრეა ეგ, მეოთხედფინალისთვის კი უნდა იყვნენ უკეთეს კონდიციებში (მერე შეიძლება არდაც ათამაშდეს, რაფინია დაბრუნდება)