წეღან დავიწყე წერა,იმენა 3000 სიტყვიანი ესე მქონდა უკვე დაწერილი და ევროსაბჭოს სერვერები გადაიტვირთა,სანამ ახლიდან ჩაირთო,წაიშალა ყველაფერი,კინაღამ გადავირიე,ამდენი იმ მადონინას მერე აღარ მიწერია

ამ თემის მთელი ხიბლი და გამორჩეულობა იმაშია,რომ ძირითადად ერთმანეთან რეალორად ნაცნობები და მეგობრები ვპოსტავთ,პირადად ვიცნობთ ერთმანეთ,რიგ შემთხვევებშიც ოჯახებითაც და საერთოდ,ერთმანეთის პატივისცემა და ურთიერთიერთობა სამაგალითოა არა მარტო ამ ფორუმზე! მე მჯერა,რომ ეს პოლემიკა და ხშირ შემთხვევაში ემოციური რეპლიკები მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარეობს,რომ ყველას ძალიან გიყვართ ეს კლუბი,ეს გუნდი,მისი არსი,ისტორია და რაობა!
წეღანაც ვწერდი,სანამ წაიშლებოდა ის ყველაფერი - ეს პოლემიკა,რომელიც უმეტეს შემთხვევაში ჯანსაღია და ამით გამოვირჩევით სხვა თემებისგან,აბსოლუტურად ადექვატურია და ის მომენტები,როცა ვიღაც ემოციურად და ხშირ შემთხევაში ცოტა სარკასტულად გამოხატავს თავის აზრს,ჩემს თვალში გამართლებას ყოველთვის იპოვის,იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ,ჩვენებურად ვხედავთ არსებულ სიტუაციას და განსხვავება ჩვენში მხოლოდ ისაა,რომ ზოგი ჭიქას ნახევრად ცარიელს ხედავს,ზოგი ნახევრად სავსეს...
გიგის მეც და ბევრი ჩვენგანიც პირადად ვიცნობთ,მისი ხისტი და პირდაპირი მანერა მე ძალიან მომწონს და ჩემი თავი ხშირად მყავს დაჭერილი იმაში,რომ მისი პოსტების უმეტესობას მინდა უბრალოდ +1 დავუწერო,თუმცა არის ერთი ასპექტი,რომელზეც ადრეც მითქვამს და არც ახლა დაგზარდებით - გიგის ცოტა არაადექვატური სიმპათიები აქვს სამხრეთ ამერიკული და კონკრეტულად ბრაზილიური ფეხბურთის მიმართ და მისთვის მირანდაზე შეხება რაღაც წმინდასთან შეხებასთან ასოცირდება

) იგივე ჟუან ჟესუსს ყოველთვის და ყველგან დაიცავს,თუმცა შეიძლება მასზე უკეთეს ფორმაში და უკეთესად მოთამაშე ევროპელი დააიგნოროს
მე მესმის ეს სიყვარული,გიგი არც პირველია და არც უკანასკნელი აბსოლუტურად პატივს ვცემ მის აზრს,თუმცა ისიც ხდება ხოლმე,როცა კატეგორიულად არ ვეთანხმები,მაგრამ ეს მარტო მე არ მეხება,ბევრნი ვართ ასე,თავარია ეს აზრი დელიკატურად გამოვხატოთ,ჩვენი პოსტები ადექვატური და ერთმანეთის აზრის და ერთმანეთისადმი პატივისცემას გამოხატავდეს!
საქვეყნოდ არის ცნობილი,რომ მე და ვანიკოს აქ წლებია პოლემიკა გვაქვს,მიზეზი აქაც თითქმის ანალოგიურია - მე არსებულ სიტუაციას შეიძლება ოდნავ ღია ფერებში ვხედავდე და პოზიტივს ვეძებდე,ვანო შედარებით მუქად ხედავს და ხშირად სკეპტიკურ კითხვებს სვამს,ეჭვებს გამოთქვამს ნათელ მომავალთან დაკავშირებით - მთავარი კი მაინც ისაა,რომ ჩვენ ერთი სურვილი,ერთი მიზანი და ერთმანეთსადმი პატივისცემა გვამოძრავებს,მეგობრობაზე რომ აღარაფერი ვთქვა!
ბაჩოს არ ვიცნობ და აგერ,პირდაპირ მოგმართავ ბრატ,რომ ჩამოვალ საქართველოში,უნდა გაგიცნო აუცილებლად

))) ერთადერთი,რაშიც ვერასოდეს დავეთანხმებოდი,ჩვენი მარადმწვანე 23 ნომრის სამომავლო პერსპექტივები იყო,თუმცა მე მისი ხედვა მომწონს და ნუ ფაქტია,კაცს რომელსაც ასე კარგად ესმის ფეხბურთი და ამავე დროს ინტერს გულშემატკივრობს,ის აუცილებლად პატივისცემის ღირსია

))) (ისევე,როგორც უმეტესობა ჩვენგანი - ნუ,ფეხბურთის ცოდნას ვგულისხმობ,თორემ ინტერის სიყვარულში არავისთან შეჯიბრს არ ვაპირებ

)
ახლა,ყველაზე რომ სათითაოდ დავწერო,ვისაც ბოლო გვერდებზე აქ პოლემიკა გქონდათ,ძალიან შორს წავალ - ნუ,უმეტესობას პირადად გიცნობთ და აბსოლუტურად რადიკალურ პოზიციებზეც რომ ვიდგეთ,ეს ასპექტები არასოდეს არ მომცემს უფლებას,თქვენი აზრი უგულვებელვყო და მას პატივი არ ვცე,თუმცა მაქვს უფლება,არ დავეთანხმო,ან რაღაც შემთვის შევასწორო

რაც შეეხება ინტერის დღევანდელ მდგომარეობას,შეიძლება ამ მომენტში მეც მეჩივნოს მანჩინის მოურინიოც და სიმეონეც,მაგრამ არამც და არამც ოღონდ მანჩინი წავიდეს და სულ ერთია,ვის მოიყვანენ! მე შაბათს რასაც ვუყურე,ეს იყო ის ინტერი,რომელსაც შეუძლია მაღალი მოზნებისთვის ბრძოლა,ეს იყო ის გუნდი,რომელიც უმარტივესად მოხვდება სამეულში და ცოტა გამართლების და გრძელი სკამის ხარჯზე სკუდეტოს ერთ ერთი უმთავრესი კანდიდატიც იქნება!
ფაქტია,რომ საშინლად არ გვიმართლებდა მეორე წრეში და ისიც ფაქტია,რომ მანჩინიმ რაღაც ეტაპებზე რაღაც შეცდომები დაუშვა,რამაც ძვირფასი ქულები დაგვაკარგვინა,თუმცა მე მაინც მგონია,რომ მან მოახერხა გუნდის შეკვრა და ხერხემლის ჩამოყალიბება,წერტილოვნად უნდა გავაძლიეროთ 2-3 პოზიცია და პერმანენტული და გეგმაზომიერი შეთამაშების და დაღვინების შემდეგ,ეს ძალიან კარგი გუნდი დადგება!
მეც ამაფსიხა პირველ წრეში იკარდის რიგ მომენტებში ინერტულობამ და სუსტმა გამოსვლამ,თუმცა წელს ჩვენ ორი იკარდი ვნახეთ,ახალ წლამდე და ახალი წლის მერე - აბსოლუტურად სხვადასხვაა და მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვუყურებდი შაბათს,როგორც ნამდვილ კაპიტანს!
ნუ,ძალიან იშვიათად,რომ რომელიმე ფეხბურთელს ხმამაღლა და ემოციურად მივახურო,მით უმეტეს,როცა მარტო,შენთვის ტელევიზორში უყურებ თამაშს,მაგრამ პირველ წრეში პერიშიჩმა მოახერხა ეს რამოდენიმეჯერ

))) თუმცა,მეორე წრეში ენა არ მომიბრუნდება და საქმე საქმეზე რომ მიდგეს,20 მილიონადაც არ გავყიდიდი ამ ეტაპზე!
იგივე კონდოგბიას შემთხევაში - გულის სიღრმეში ცოტა მეშინოდა მისი გაფლოპების,ეჭვი გამიჩნდა მის პერმანენტულ ტრავმატულობაზე,მაგრამ იმ საღამოს ისეთი მგელი და მებრძოლი კაცი ვიხილე,რომ აღარ ვნერვიულობ - ახლა მას მარტო თამაში და ზრდა ჭირდება,ის აუცილებლად ჩამოყალიბდება დროთა განმავლობაში ცენტრალური ზონის მონსტრად და ვგონებ,იაია ტურეზე მაღალ დონეს თუ არა,არანაკლები იქნება მასზე და არ დაგავიწყდეთ,იაია გვიან გაიხსნა და მერე დადგა მონსტრი,კონდო კი ჯერ 21 წლისაა!
ნუ,რა ვიცი,სხვებზეც შემიძლია ლაპარაკი,მაგრამ ისედაც ძალიან გამიგრძელდა - აგერ,5 თამაში კიდევ დაგრჩა,ჯერ ყველაფერი არაა დაკარგული,კარგ თამაშთან ერთად აუცილებლად ცოტა იღბალიც გვჭირდება,რომელიც მეორე წრეში ძალიან შორს არის ჩვენგან - არა მარტო რომასთან ბოლო წუთზე და ტორინოსთან ძალიათ წაგებული თამაში,გაიხსენეთ ნაპოლი პირველ წრეში,კარპი,სასუოლო,სხვებიც,ყველას უცბათ ვერ ვიხსენებ და მოძებნაც მეზარება - რასაც ჰქვია,დავანგრიეთ თამაშით და სასწაულად დავკარგეთ ქულები,აი სრულიად არაადექვატური ანგარიშები დაჯდა! ამას დაემატა ბევრი ნიუანსი და იმიტომაც ვართ მეოთხე ადგილზე,თორემ რეალურად წელს ჩვენ ჩვენი თამაშით 1-2 ადგილს თუ არა,სამეულს აუცილებლად ვიმსახურებდით! მთავარია,რომ გუნდი განეწყოს და ისე იბრძოლოს,როგორც ნაპოლისთან ორივე თამაში,იუვესთან თასზე და იყო ერთი ორი გამონათება კიდევ - მთავარია,მაგათ ისევ იმდენი პადკატი გააკეთონ და ისევ იმდენი ირბინონ და თამაში კი იციან ამ ღლეებმა და წარმატებებიც შორს არაა

გმადლობთ ყურადღებისთვის

)))