
რა გაიჩითა ნახეთ
ცნობილი გავლენიანი სპორტული გამოცემები იტყობინებიან, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის “რეალში” უამრავი ცვლილება განხორციელდება.
კერძოდ, სამეფო კლუბს 10 ფეხბურთელი დატოვებს. ამავე წყაროს ცნობით, ფლორენტინო პერესი რონალდუს გაყიდვას 60 მილიონ ევროდ აპირებს. არადა მოგეხსენებათ, მისი სატრანსფერო ფასი 100 მილიონზე მეტია.
რონალდუს გარდა ზიდანის გუნდს ისკო, ხამესი, პეპე, რამოსი, არბელოა, ხესე, კროოსი, კაზემირო და დანილო დატოვებენ.
მიმდინარე სეზონში “რეალი” ძალიან ცუდ ფორმაშია. გუნდი ლა ლიგის ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს.