ფეხბურთელების შეფასებები ტორინოსთან მატჩის შემდეგ "La Gazzetta Dello Sport"-ის ვერსიით
▪ ბუფონი 7
მისტერ რეკორდი, რომელშიც რათქმაუნდა თანაგუნდელებიც დაეხმარნენ. ამტკიცებს თავის მუდმივ ახალგაზრდობას მშვენიერი სეივით მაქსი ლოპესის დარტყმის შემდგეგ.
▪ ბარძალი 6,5
დიდი წილი შეაქვს იმობილესა და ბელოტის შეჩერებაში. კრიტიკულ სიტუაციში მშვენივრად გამოდის ბურთით სახიფათო ზონიდან
▪ ბონუჩი 5,5
როგორც ჩანს, ბავშვობის შემდეგ არ დაუსვენია: დაღლილობა აშკარად ეტყობა. მებრძოლი ხასიათი აიძულებს მუდმივად ეპიცენტრში იყოს და იომოს, რისკავს მეორე გაფრთხილების მიღებას.
▪ რუგანი 7
მოსწავლემ მასწავლებელს აჯობა. შესანიშნავია ართმევაზე(განსაკუთრებით აქუას წინააღმდეგ). ყურადღებიანია დაცვით ფაზაში. გადაარჩინა გუნდი მაქსის დარტყმის შემდეგ.
▪ ლიხტშტაინერი 6
მალევე აჯენს აკუმულატორს თავდასხმაში გაქცევით და დაცვაში დაბრუნებით. მეორე ტაიმის დასაწყისში გადის მოედნიდან.
▪ კვადრადო 6
მოხეტიალე ტყვია ამჯერად გაცილებით მეტ ყურადღებას დაცვას უთმობს. იშვიათად ერთვება შეტევაში
▪ ხედირა 6,5
გაქტიკურად განსწავლული. იყენებს ტორინოს დაბნეულობას და გააქვს ბრწყინვალე გოლი. ბურთზ ისე იზიდავს, როგორც მაგნიტი. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, რა საჭირო იყო წითელი ბარათის მიღება?
▪ ლემინა 6,5
სამსონისგან განსხვავებით თმების შეჭრის შემდეგ ძალები მხოლოდ მოემატა. ახალგაზრდა ტალანტი კიდევ უფრო იზრდება, გაცილებით უფრო დალაგებულად თამაშობს. არ ეთაკილება შავი სამუშაოს შესრულება, დაკისრებულ დავალებას ძალიან კარგად ართმევს თავს.
▪ პოგბა 7,5 (მატჩის საუკეთესო მოთამაშე)
შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ხსნის ანგარიშს მატჩში, შედეგიან პასს აძლევს მორატას. შესანიშნავად გადაადგილბება მოედნის ყველა ზონაში. პოგბა შესანიშნავ ფორმაშია, რაც ზედიზედ მეორე თამაშია თვალნათლივ ჩანს.
▪ ალექს სანდრო 5 (მატჩის ყველაზე ცუდი მოთამაშე)
არამარტო პენალტი. რისკავს გუნდის 10 კაცით დატოვებას. ორთაბრძოლებშიც არცთუ საიმედოა. როგორც ჩანს დაღლილობამ იჩინა თავი და შეცდომების დაშვებას მოუხშირა. განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა პერესი გაექცა.
▪ მანჯუკიჩი 6
დიდი ხანია კარში არ დაურტყამს. არ იღებს მონაწილეობას პრაქტიკულად არცერთ საგოლე შეტევაში. მინიმალურ შეფასებას იღებს მხოლოდ იმიტომ რომ ჩვეულად იბრძვის მოედნის ყველა მონაკვეთზე.
▪ დიბალა 6,5
სავსეა ბრძოლის წყურვილით და თითქოს გამოჯანმრთელდა კიდეც, მაგრამ საჯარმო დარტყმის შემდეგ კუნთი ეჭიმება და იძულებულია მოედნიდან გავიდეს.
▪ მორატა 7,5
გამოდის მოედანზე და ხსნის ყველა კითხვას 2 შესანიშნავი დარტყმით. თითქოს ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ საერთოდ არ დაღლილა.
▪ ძაძა შეფასების გარეშე
ხუთი წუთი მოედანზე, მაშინ როცა თამაში უკვე გაკეთებულია. თუმცა მაინც ასწრებს მორატაზე კარგი პასის გაკეთებას, რომელსაც ესპანელი ვერ იყენებს.
▪ ალეგრი 7
20 შედეგიანი მატჩი ზედიზედ. უმკლავდება მიუნხენურ მარცხს და გუნდი ისევ ტონუსში რჩება. უნდა ვახსენოთ გამართლებაც, თუმცა ეს ალბათ ოთხშაბათის მატჩის დასაბალანსებელია. ნანატრი შესვენება გუნდს ძალიან გამოადგება.
მსაჯი:
▪ რიცოლი 4,5
უნდა დაენიშნა პენალტი ტორინოს სასარგებლოდ, მაგრამ ამ შემთხვევაში მეორე ყვითელი ბარათიც უნდა ეჩვეებინა ალექს სანდროსთვის. გააუქმა მაქსი ლოპესის გოლი, რომელიც წესების სრული დაცვით გავიდა. პატიობს ბონუჩის და გლიკს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გაფრთხილებები.
* * *
ტურინის იუვენტუსი ★ ★ ★, Juventus F.C (post #44827827)ეს ვიდეო აღარ იშოვება არსად?