მე-6 ტრანსფერი - ჯედ სპენსიც გაოფიციალურდა. საკმაოდ დაბალ ფასად.
კონტესთვის საკვანძო ვინგბექების პოზიციაზე 2-2 მაღალი დონის ფეხბურთელი უნდა ჰყავდეს.
ჩემპიონშიფში ნოტინგემის რამდენიმე თამაშიდან და ნოტინგემი - ლივერპულის თამაშის შთაბეჭდილებით. ჯედ სპენსი არის შემტევი მცველი. ვინგბექად უკეთესად თამაშობს, ვიდრე მარჯვენა მცველად.
მაღალი, სწრაფი და ტექნიკურია. კარგად ამწვავებს შეტევაში. ხშირად მიდის დრიბლინგზე და ნაჯახივით ჭრის თავის მარჯვენა ფლანგს.
ტექნიკურია, მაგრამ პასებში წუნი აქვს. ქროსები საჯარიმოში დასახვეწი აქვს. მონაცემებით ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მარჯვენა მცველია, ვინც კი მინახავს. ეს უნარები კონტეს ხელმძღვანელობის ქვეშ უნდა დახვეწოს.
ზოგ მომენტში სპენსი იმდენად მაგარი იყო, კითხვას აჩენდა - აქამდე ვინმემ რატომ არ წაიყვანა?
იქნებ მისი ასეთი ეფექტური თამაში ჩემპიონშიფის დონის ბრალია და პრემიერ ლიგაში ასე ვეღარ გაქაჩოს... არ ვიცი
ჩემი შთაბეჭდილებით თუ რამე არ აურია და სტაბილურად განვითარდა, სპენსს შეუძლია გახდეს პრემიერ ლიგის უამრავ მარჯვენა მცველად შორისაც ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.
რა თქმა უნდა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. 21 წლისაა და კონტეს ხელში ბევრი ექნება მოსამარებელი.
ჩემპიონშიფის საშუალო გუნდიდან უცბათ ჩემპიონთა ლიგაზე იჩითება. ფსიქოლოგიურადაც უნდა ადაპტირდეს.