საინტერესოა რა ხდება კონტეს გონებაში. ყველა მწვრთნელისგან დაჩაგრული სესენიონი, რომელსაც დაცვაში თამაშს უწუნებდნენ კონტემ აათამაშა.
თუმცა ახლა იტალიის ნაკრების მომავალი იმედი. ნიგერიული წარმოშობის მარცხენა მცველი - დესთინი უდოჯი მოიყვანა კონტემ უდონეზედან. 19 წლის ტალანტია. დარბის, მაგარ ჯანზეა.
მე-7 ტრანსფერი - ერთი წელი უდინეზეში დარჩება.
რაც ნიშნავს რომ სერხიო რეგილონი უშვებენ. შორეულ პერსპექტივაში პერისიჩსაც შეცვლის უდოჯი.
რეგილონი კი წიხლის კვრით გააგდეს, არადა შეტევაში ცუდი არ ყოფილა.
კონტე ეუბნევა რეგილონს - შვილო შენ აწი ვინგბექი უნდა იყოო.
რეგილონი - მე ნაღდი მარცხენა მცველი ვარ, ვინგ ბექი არასდროს მითამაშია. ესეიგი შეტევაში უფრო თავისუფლად წასვლა შემეძლებაო.
კონტე - მაგას რა ჯობია შვილო. გაიქეცი წინ, შეუტიე, ოღონდ მე იქიდან რომ დაგიძახებ 10 წამში საკუთარ საჯარიმოში უნდა იყო ჩამოსულიო.
კონტე ჯიგარი - იმენა ქეცბაიაა თმებით.
სერხიო დაფიქრდა: 80 მეტრი ისევ უკან საჯარიმომდე სირბილი. თან მთელი თამაში მაქსიმალური აჩქარებით სირბილს მთხოვდაო.
ეს რომ ვაკეთო, რასაც ჩემგან კონტე ითხოვს - დამენძრევა. ცოტახანში ფეხბურთის კიარა, სიარულის ტრაკიც აღარ მექნებოდა და ყველა სეზონს თებერვალში დავასრულებო.
ჰოდა სავარაუდოდ ამ პრეტენზიების გამოთქმის გამო სერხიო გაჯმეინებულია. დარჩება ის, ვინც მორჩილად შეასრულებს კონტეს მოთხოვნებს და იქნება სუპერ შრომისმოყვარე ათლეტი.
"Sometimes I have to control my efforts, because, when we have a counter-attack, I want to arrive in the other box as much as possible, but I then have to get back as well and have to sprint 80 metres.
"After a game, I would see l'd run 11 kilometres and one of those would be at full speed. From there l understood what I needed to do. If l was doing those sort of runs constantly. I would arrive at the 80 minute-mark exhausted. If l did it every game, maybe I would have to stop playing each season in February!"
რეგილონი კი პარატიჩის გასაყიდთა სიაშია. უფრო მსუბუქი და ლაღი ფეხბურთის მოთამაშე გუნდს გამოადგებოდა.