ჰარი ვინკსი ახალგაზრდულიდან ძირითად გუნდში გადაიყვანეს, დელფის ტრავმის გამო. ფაქტობრივად ბექები, ცენტრალური ნახევარდაცვის 2 ფეხბურთელი და 2 შემტევი შესაძლოა მალე ტოტენჰემიდან იყოს ნაკრებში. 6 ფეხბურთელი ტოტენჰემიდან.

კომპეტენტური მწვრთნელი ეცდებოდა ტოტენჰემის სისტემის ინგლისის ნაკრებში გადატანას, რადგან საკლუბო ფეხბურთში ყოველდღიური მუშაობის შედეგად აწყობილი მექანიზმი ყოველთვის უფრო განვითარებული იქნება, ვიდრე ნაკრებში ახალი გუნდის შექმნის მცდელობები. ჯერარდი-ლამპარდებისგან ვერ მოხერხდა გამართული გუნდის აწყობა ინგლისის ნაკრებში.
ყველაზე იოლი და გაცილებით ეფექტური გზა საკლუბო მექანიზმის ნაკრებში გადატაა, ოღონდ ამისთვის მწვრთნელმა უნდა გაქაჩოს. მთავარი პოზიციები - ნახევარდაცის ცენტრი და შეტევა ტოტენჰემია.
კეინი ინგლისის ნაკრების კაპიტანი იქნება სლოვენიასთან გასამართ მატჩში. ჯერ ახალგაზრდაა კაპიტნობისთვისო , მაგრამ ჩამოწერილი ჰენდერსონ-კეჰილის სასტავის კაპიტნობა რა საჭიროა. ახალი ახალგაზრდული გუნდი უნდა აეწყოს ახალი კაპიტნით.
ჰო - კეინი ჯერ არსადაც არ მიდის.