
რას წერს იტალიური მედია ხვიჩაზე
Calcionapoli: "სერია A-ში სადებიუტო გოლი თავით გაიტანა, შემდეგ ჟელინსკის ბრწყინვალე პასი გაუკეთა ცარიელ დერეფანში. შესანიშნავი თამაში და ძლიერი ხასიათი. იდეალური დებიუტი ჰქონდა".
Calciomercato: "კვარაცხელიას საოცნებო დებიუტი. ის უკვე იძლევა მნიშვნელოვან მინიშნებებს".
Gazzetta Dello Sport: "ნაპოლის შოუ: ხუთი გოლი ვერონასთან და კვარაცხელიას ვარსკვლავი ბრწყინავს. ნაპოლიმ ჩემპიონატი ძალიან კარგად დაიწყო და სტუმრად ვერონა 5:2 დაამარცხა. „აძურის“ ახალი კურსი 21 წლის ქართველის, კვარაცხელიას ლიდერობით დაიწყო, რომელმაც სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა და კიდევ ორ გოლში მიიღო მონაწილეობა".
Corriere Dello Sport: "ნაპოლიმ სეზონი საუკეთესოდ დაიწყო. ეს იყო კვარაცხელიას შოუ, რომლის თამაში აპლოდისმენტებს იმსახურებს".
Goal Italia: "პროტაგონისტი ახალწვეული კვარაცხელია იყო, რომელმაც თავიდანვე აჩვენა რა შეუძლია: გოლი, საგოლე პასი და ბევრი სახიფათო თამაში. ფეხბურთელმა, რომელშიც ნაპოლიმ დიდი ინვესტიცია ჩადო, მაღალ დონეზე ითამაშა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა".

This post has been edited by FERREBOY on 16 Aug 2022, 01:49