იჯდა მთელი ლივერპული და ხვიჩას უყურებდა

იურგენ კლოპმა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხი (1:4) გაიხსენა.
„ფეხბურთელებთან შეკრება მქონდა. თამაშს რამდენჯერმე გადავავლე თვალი და სიმართლე გითხრათ, ნამდვილი ჰორორი იყო.
ბიჭებიც იგივე აზრზე იყვნენ, მაგრამ თამაშის განმეორებით ხილვის შემდეგ ეს კიდევ უფრო აშკარა გახდა. ეს იყო ყველაზე ცუდი მატჩი მას შემდეგ, რაც მე აქ დავინიშნე, მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებელი თამაშები აქამდეც გვქონდა.
ყველას ახსოვს „ასტონ ვილასთან“ 2:7 განადგურება და სხვა მატჩები, სადაც არ შევესაბამებოდით საჭირო სიჩქარეებს, მაგრამ იმ დროს რაღაც გამონათებები მაინც იყო.
„ნაპოლისთან“ მატჩში არაფერი არ ყოფილა. აუცილებელია მივხვდეთ, რატომ მოხდა ასე. ჩემი აზრით, სასტარტოს ფეხბურთელებიდან მინიმუმ 8 მოთამაშე აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა საჭირო დონეს, დანარჩენმა სამმა კი უბრალოდ თავისი ტოპ-დონე ვერ აჩვენა, ჩვეულებრივად თამაშა.“ - აღნიშნა გერმანელმა.
Goal.ge
„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…“