ინგლისში ყველაზე გაყიდვადი ვარდის მაისურებია
საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა ინგლისურმა გამოცემამ, "Daily Star-მა", რომლის მიხედვითაც, ინგლისში ყველაზე დიდი მოთხოვნა ჯეიმი ვარდის მაისურებზეა ევრო 2016–ს წინ.
ინგლისის ყველაზე პოპულარული ონლაინ–მაღაზია "Sportsdirect.com" გახლავთ, სადაც ყველაზე დიდი სიხშირით "სამი ლომის" 19 ნომრიანი მაისური იყიდება.
"მელიებმა" მიმდინარე სეზონში ისტორიული პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვეს, ხოლო ჯეიმი სუპერ სეზონს ატარებს და ახლა მის ანგარიშზე 24 გოლია. ჟურნალისტებმა ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს ინგლისში.
ვარდიმ რა თქმა უნდა, მიიღო მიწვევა ეროვნულ გუნდში და საკმაოდ კარგად ჩაატარა ამხანაგური თამაშები გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ. მისით სრულიად ინგლისია მოხიბლული.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმი ვარდის შემდეგ, ყველაზე ხშირად "ტოტენჰემის" უნიჭიერესი ნახევარმცველის, დეილი ალის მაისურები იყიდება. მესამე ადგილზე ლეგენდარული უეინ რუნია, ხოლო მეოთხეზე – ჰარი კეინი. აღსანიშნავია, რომ ოცეულში აგრეთვე მოხვდა "მან.იუნაიტედის" ახალაგზრდა ტალანტი მარკუს რეშფორდი.
ვუდვარდ ვარდი დადე შEნ დაგადე გულზე მიწა