რა ბომბა აღმოჩნდა "ოლდ ტრაფორდზე", რის გამოც მატჩი გადაიდო?
გუშინ, პრემიერ ლიგის 38-ე ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "ბორნმუთს" მასპინძლობდა, თუმცა შეხვედრა გადაიდო.
მატჩის დაწყების წინ, 30 წუთით ადრე კლუბის მენეჯერებმა გამოაცხადეს, რომ შეხვედრა 45 წუთში განახლდებოდა, თუმცა შემდეგ განაცხადეს, რომ თამაში აღარ შედგებოდა.
გუშინვე გახდა ცნობილი, რომ მატჩი ტერორისტული აქტის გამო გადაიდო. კერძოდ კი, "ოლდ ტრაფორდის" ერთ-ერთ ტრიბუნასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი პაკეტი აღმოაჩინეს, რის გამოც ტრიბუნა უმალვე დაცალეს.
საბოლოო გამოძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ბომბა ნამდვილი არ იყო. ის ერთ-ერთ კომპანიას დარჩა "ოლდ ტრაფორდის" საპირფარიშოში, რომელიც სტადიონზე ანტი-ტერორისტულ წვრთნებს ატარებდა.
გაცნობებთ, რომ "იუნაიტედისა" და "ბორნმუთის" დაპირისპირება სამშაბათს გაიმართება.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)