რას გადამეკიდეთ კაცო ვააახხხხ
მშვენიერი მაიკაააა
.............................
როგორც მოსალოდნელი იყო, ჟოზე მოურინიოს აგენტი ჟორჟე მენდეში და "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი ერთმანეთს ლონდონში სამშაბათს უნდა შეხვედროდნენ, რათა მოურინიოს საკითხი განეხიათ, მაგრამ Sky იტყობინება, რომ ისინი უკვე ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან და ეს გააკეთეს ორშაბათს ღამით სატელეფონო საუბრისა და ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ადვოკატებს აცნობეს, რომ კონტრაქტი შეედგინათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამშაბათს მენდეშისა და ვუდვორდის პირისპირი შეხვედრა ლონდონში საჭირო აღარ იყო.
Sky ასევე იმასაც იტყობინება, რომ მოლაპარაკებები ადვილად გაიმართა და ძირითადად იმაზე იყო საუბარი, თუ რამდენად ძლიერ სურდა მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობა.
ფინანსური ელემენტები მოურინიოს ინტერესის უმთავრეს სფეროს სულაც არ წარმოადგენდა. ნაცვლად ამისა, მას სურს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ტოპ-კლუბთა სიაში კუთვნილ ადგილს დაუბრუნოს.
გამოცემის ცნობით, მოურინიოს დანიშვნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 48 საათში გავრცელდება.
....................................
მანჩესტერ იუნაიტედის" პოტენციური მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პირველი ახალ კლუბში ლონდონის "ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველის ნემანია მატიჩის მიყვანას გეგმავს. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა "მირორი" წერს.
გამოცემის ინფორმაციით, "განსაკუთრებულმა" "წითლების" ხელმძღვანელობას ტრანსფერებისთვის 200 მილიონი ევრო მოთხოვა.
This post has been edited by Vanpersie18 on 25 May 2016, 01:48