აქა იქ პოსტებს თვალი გადავავლე. მინდა ვთქვა, რომ 1993 წლის ლიგის ფინალში - რომელიც მიუნხენში გაიმართა და ფინალში მარსელის ოლიმპიკი და მილანი შეხვდნენ ერთმანეთს და ფინალში ოლიმპიკმა მოიგო 1:0. ამ თამაშიდან ცოტა ხანში ბევრი მაქინაციები და თაღლითობები გამოუვლინდა მარსელის ოლიმპიკს და კლუბი დააჯარიმეს საფრანგეთის ქვედა დივიზიონში დააქვეითეს და ა.შ. და თანაც წლების მერე ერთ-ერთმა მარსელის ოლიმპიკის ყოფილმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ მილანთან თამაშის წინ ოლიმპიკის ფეხბურთელებს დოპინგი ჰქონდათ მიღებული.
იყო ამის შემდეგ ბევრი მითქმა-მოთქმები და იმანაც კი გაიჟღერა მილანისთვის ხომ არ გადაგვეცა 93-წლის ლიგის ჯილდოო, მაგრამ მილანის ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ იმ ტიტულს ვერ იზეიმებენ რომელიც მოედანზე არ ჰქონდათ მოგებული და ბოლოსდაბოლოს შეწყდა ყოველგვარი მითქმა-მოთქმა ამ თემაზე.
ასე, რომ მილანიც ყოფილა ლიგაზე დაჩაგრული და არა მარტო...
რაც შეეხება ბაიერნს, თუ კიდე უფრო შორს წავალთ მე ნანახი მაქვს ძველი კადრები მაგალითად 1975 წლის ჩემპიონთა თასის ფინალის, სადაც ბაიერნი და ლიდსი შეხვდნენ ერთმანეთს - აი აქ კი ნამდვილად და აშკარად მსაჯების შეცდომების წყალობით მოიგო ბაიერნმა რასაც თვითონ მაშინდელი ბაიერნის ფეხბურთელებიც აღიარებენ.
1 აშკარა პენალტი არ დაუდეს ლიდსს ბაიერნის კარში და კიდე 1 სუფთა გოლიც არ ჩაუთვალეს და ამეების მერე გაუტანა ბაიერნმა ორი გოლი. რომ აღარაფერი ვთქვათ 1990 წლის ჩემპიონატის ფინალზე სადაც საკმაოდ საეჭვო პენალტით მოუგო გერმანიამ არგენტინას
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასე რომ თუ ტიტულების დაბრუნებაზე წავა ლაპარაკი, დააბრუნოს ბაიერნმა და გერმანიამ მოგებული ტიტულები და "ჯიგრებიც" იქნებიან და თავსაც შეგვაყვარებენ
P.S. ისე კი ფორუმია და ყველას შეუძლია დაუსაბუთებლად და ამაოდ ტალახი ისროლოს ამა თუ იმ გუნდის თუ გუნდების მისამართით ენას ძვალი არა აქვსო ნათქვამია
This post has been edited by არჩილჲ on 6 Apr 2016, 17:27