კაი დაიკიდეთ აღარ მიაქციოთ ყურადღება,ალბათ მისი მეზობელი ზის კომპთან(და დიდი თხოვნა იქნება მე რამე არ დამაბრალოთ

,გთხოვთ,მე რამე შუაში არ ვარ

,ყველანაირად ვცდილობ აქაურები ზედმეტად არ შევაწუხო)
პრესაში რობერტ ლევანდოვსკის მომავალთან დაკავშირებით სპეკულაციები არ წყდება. არაერთი სპორტული გამოცემა პოლონელი ფორვარდის მადრიდის რეალში ტრანსფერს პროგნოზირებს. Sky Sport News-თვის მიცემულ ინტერვიუში თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ახლა მხოლოდ მიუნხენის ბაიერნზე ფიქრობს.
27 წლის პოლონელ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2019 წლამდე აქვს გაფორმებული. ბოლო პერიოდში რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა განაცხადა, რომ ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა ცეზარუ კუჩარსკი მადრიდის რეალის დაინტერესებაზეც საუბრობს და ჯერ-ჯერობით ლევანდოვსკის მომავალი კვლავ ბუნდოვანია.
"მომავლისთვის რამე განსაკუთრებული გეგმები არ მაქვს. ჩემი კარიერა გაწერილი არ არის და არ მიწერია შემდგომში სად მინდა თამაში. მიუნხენის ბაიერნში თავს კარგად ვგრძნობ და ჩემი მომავალი ამ მომენტისთვის განსახილველი არ არის. არანაირ ზეწოლას და წნეხს არ ვგრძნობ".
"არანაირი აუცილებლობა არ მაქვს იმაზე ვიფიქრო, თუ რას გავაკეთებ შემდეგ, თუმცა მხნედ უნდა ვიყო. ჩემი მთავარი მიზანი მიუნხენის ბაიერნთან ერთად ტიტულების მოგებაა. უბრალოდ მინდა გუნდს დავეხმარო, რისთვისაც ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებ", - რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს ციტირებს Sky Sport News-ი.
transfermarkt-ის ინფორმაციით 27 წლის პოლონელი თავდამსხმელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი €70 ილიონ ევროს შეადგენს. მადრიდის რეალის გარდა რობერტ ლევანდივსკით პარიზ სენტ-ჟერმენი და მანჩესტერ სიტიც ინტერესდებიან
http://fcbayern.ge/1538-robert-levandovski...ze-vfiqrob.html This post has been edited by Kenton27 on 7 Apr 2016, 17:54