ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გუნდს საკუთარი თავის რწმენა არ დაუკარგავს. შეგახსენებთ, რომ ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში "ატლეტიკო" "ბარსელონას" უმასპინძლებს.
"ჩვენი დამოკიდებაულება იგივე რჩება. მთელი წლის განმავლობაში იმისთვის ვმუშაობთ, რომ წლის ბოლოს ტიტულების მოგების შანსი გვქონდეს. ჩვენ საკუთარი თავის კვლავ გვჯერა." – დაწერა მესიმ სოციალურ ქსელში.
...........................................................................................................
კატალონიური გრანდის თავკაცი უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრის წინ კომენტარს აკეთებს.
მოგეხსენებათ, "ნოუ კამპზე" გამართული პირველი მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა.
"ვფიქრობ, დღეს მიმდინარე სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის. მცირე უპირატესობას ვფლობთ და ვეცდებით, მადრიდშიც გავიმარჯვოთ, რათა შედეგზე სანერვიულო არ გვქონდეს", - აცხადებს ლუის ენრიკე წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე.
"ჩვენი გუნდი ასეთი მატჩებისთვისაა შექმნილი. "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაში არასდროს არის ადვილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი სამუშაოს გაწევას ვეცდებით. დღეს, ისევე როგორც ყველა შეხვედრაში, მაღალი დონის თამაშის ჩვენებაა საჭირო".
"ყოველთვის ბევრია სამუშაო. უსამართლო იქნება იმის თქმა, რომ მოგება და წაგება ორ-სამ მოთამაშეზეა დამოკიდებული. მარცხში ზუსტად ისე ვთვლი საკუთარ თავს დამნაშავედ, როგორც ყველა ფეხბურთელს, რადგან მე მთავარი მწვრთნელი ვარ. ძალიან კმაყოფილი ვარ არდა თურანის თამაშით, ასევე, კარგად გამოიყურება ჟერარ პიკე".
"გვიყვარს, როდესაც "ვისენტე კალდერონის" ტრიბუნები შევსებულია. თუ არსებობს გუნდი, რომელსაც ასეთი ატმოსფეროს წინაშე თამაში შეუძლია, ეს "ბარსელონაა". ვიმედოვნებ, დღეს ბრწყინვალე სპექტაკლს ვიხილავთ", - შეაჯამა ესპანელმა სპეციალისტმა.
......................................
უნდა მოვიგოთ რა და იმ ჩვენ ბულკებს დავეჯახოთ მერე და ჩავპიზდოთ.
მარა ეს ვერ გავიგე ლუჩომ მაგრა ყომარობსო არდაო
This post has been edited by Vanpersie18 on 13 Apr 2016, 14:45