ხოო.და ჯორდანი ჯობია კობის და ლებრონს ხო იასნა და მაგას რა ეპოქა უნდა და ნახვა
ეგრეა აქაც.
პელე რომელმაც 17 წლის იყო როცა ჩემპიონი გახდა მსოფლიოს და მაგის გარდა კდიევ ორჯერ.სულ 3 ჯერ.ფეხბურთის მეფე რომელსაც ოქროს გვირგვინი მიცეს
მარადონა რომელმაც მარტომ მოაგებინა არგენტინას ჩემპიონობა.მარტომ ათრია გუნდი და გახადა ჩემპიონი.ისეთ არგენტინაში თამაშობდა სადაც არცერთი ვარსკვლავი მის გარდა
სამშობლოში დიეგო არის Gმერთი და მუდამ ასე იქნება.შეგიზლია ეს გაიგო და წაიკიტხო ან უყურო დოკუმენტურ ფილმებს.სადაც მარადონა არის ყველაფერი.ეკლესიასაც კი მისი სახელობის სახელი აქ
ძეგლიც დაუდგეს არგენტინაში
მარადონას ეკუთვნის ნაპოლის მთლიანი ეპოქა და მისი შექმნა.არარაობა გუნდი იყო ნაპოლი რომელსაც არაფერი არ ქონდა მოგებული და რაც აქ დიეგოს ხელში
კაცი რომელმაც ნაპოლი სერია ბ დან გადმოიყვანა და მოაგებინა უეფას თასი და 2 ჯერ იტალიის ჩემპიონობა და თასი იტალიის.და მაქაც ძეგლი დაუდეს
...................................................................................
ამ არგენტინას კი უამრავი ვარსკვლავი ყავს მესისთან ერთად რომელმაც 2 მსოფლიო ჩემპიონატზე ისეთი ჩაიჯვა რომ მეტი არშეიძლება.სად იყო მესი ფინალში რო დაჭირდა არგენტინას და მის
ვარსკვლავებს.სად?არსად.უბრალოდ იმის ტაკო არქონდა რომ რამე ექნა.(არყავდა ინიესტა ნეიმარი და სუარესი გვერდზე)ეს იყო და არის განსხვავება მესის და იმ 2 ლეგენდას და ფეხბურთის Gმერთს შორის.ერთი დამამახსოვრდა ფინალის
წაგების მერე ბოყინით სკდებოდა მოედანზე.მეტი არაფერი.და საუკეთესო მოთამაშის პრიზი რო მიცეს ეს იყო ვაფშე აფსურდი,ბარსა მაგრად მევასება მაგრამ ეს იყო რეალობა,არანაირად არ ეკუთვნოდა,დიეგომ კი როგორც დავწერე მარტომ მოიგო მსოფლიო და ნაპოლი გახადა გუნდი და შეუქმნა ისტორია რაც ეხლა არის.წარმომიდგენია
მესის რა ვარკვლავებიც ყავს არგენტინაში და ბარსაში რო დიეგოს ყოლოდა ალბათ რო გაეგრძელებინა კარიერა კიდევ 3 მსოფლიოს მიაყოლებდა.იმის 1 რთედი არყავდა დიეგოს რაც მესის გვერდზე
და მიუხედავად ამისა არის და იქნება მესიზე დიდი იგროკი.ისევე როგორც პელე
მოკლედ ვისაც ფეხბურთი ესმის მესი არუნდა დააყენოს იმათ გერდზე.ეს არის რეალობა და დავწერე.და ეს ჩემი მოგონილი არაა რაც მე დავწერე დიეგოზე და პელეზე.
აქ არარის საუბარი მესი რო ჯობია აი კრისწინას.ეს იასნია მაგრამ როცა ადარებ პელეს და მარადონას, აი მაშინ როგორც იტყვიან ხოლმე რა გაგექცაო ეგ პონტია
და ბოლოს ჩემი საყვარელი იგროკის ერთ ერთი საყვარელი იგროკის მაგის თამაშიც მაქ ნანახი ლაივში,პატარა ვიყავი მარა მახსოვს,კიჭას სიტყვებს მოვიშველიებ რომელმაც ჯურნალისტებს განუცხადა ვინ არის 3 საუკეთესო ისტორიაში
ბრაზილიელმა რონალდომ ისტორიის საუკეთესო მოთამაშეებზე ისაუბრა..
მსოფლიოს ისტორიას სამი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავდა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს პელე, ის განუმეორებელია, მეორე ადგილზე მარადონაა მესამეზე კი მესი.“აღნიშნა ბრაზილეელმა
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
აქ მგონიო აღარუნდა წერა და ამბები,ისე ნეტა სხვადასხვა ეპოქის იგროკებია სამივე და როგორ შეადარა ამ ჩემისამ ტო

ვახ ჩემი
ხო კიდე დვამატებ რომ კიჭას თქმის არიყოს პელე და მარადონა 1 -2 ადგილს იყოფს და მესამე მესიო ვეთანხმები მაგრამ თავის თავიც რომც ჩაესვა 3 ზე ეგეც არიყო პრობლემა,
მე კიჭას იგრა უფრო მსიმოვნებდა ვიდრე მესეს,
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
და ბოლოს სტატია სათაურით მესის ნაცვლად მარადონა რო ყოფილიყო
ლეო მესის დაუჩივლია, ბოლო დროს სულ გერმანიასთან წაგებული ფინალი მესიზმრება და ნამეტანი მიღრღნის სულს ის ავადსახსენებელი ფინალიო. უფრო ადრე, ანხელ დი მარიას უთქვამს, ფინალის წაგება ჩვენთვის უფლისგან მომავალი სასჯელი იყო, რადგან არგენტინელები საკუთარი თავის ხიბლში ვიყავით ჩავარდნილებიო. სულ რამდენიმე დღის წინ კი, მეკარე სერხიო რომერომ განაცხადა, ახლა კარგად ვხვდები, რატომაც წავიდა კარლოს როა ფეხბურთიდან და არგენტინის ნაკრების კარში დგომაზე მძიმე საქმე არ მეგულებაო.
ერთი სიტყვით, არგენტინელებს მუნდიალის ფინალში წაგება ვერა და ვერ მოუნელებიათ და არგენტინელი ფეხბურთელების საუბრებში პირდაპირ თუ ირიბად ყოველთვის იგრძნობა დიდი დარდი და კაეშანი. არადა, როგორ გინდა არ იდარდო, როცა სანუკვარი თასი ერთი ხელის გაწვდენაზე იყო...
მთელს არგენტინაში ერთადერთი ადამიანი, რომელსაც წაგებულ ფინალზე საუბარი არ ეზარება და ამით ერთგვარად ხალისობს კიდეც - დიეგო მარადონაა. დიეგოს ბოლო დროს სტატიების წერის სურვილმა წამოუარა და არგენტინული მედია აჭრებულია მარადონას გიჟურ-ჭკვიანური შეხედულებებითა და აზრებით. დიეგოს ლაყაფიდან ყველაზე ყურადსაღები ალბათ მაინც ლეო მესის მისამართით გამოთქმული არცთუ საამო ფრაზებია. მარადონამ მუნდიალზე მოთამაშე მესი არგენტინის ნაკლებ პატრიოტიზმში დაადანაშაულა და ისიც თქვა, რომ ლეო მესი ძალიან დიდი ფეხბურთელია, თუმცა ასეთი ფეხებზემკიდიაობა სამარცხვინოდ მიმაჩნიაო.
ალბათ გახსოვთ, საბჭოთა კავშირის პერიოდში პოპულარული ქართველი პოეტების წიგნები, როგორც წესი, ლენინზე დაწერილი სულელური ლექსებით იწყებოდა და მხოლოდ ასეთი ლექსების შემდეგ მოდიოდა ნორმალური ტექსტები. ეს იყო ერთგვარი ხარკის გადახდა რეჟიმისადმი, რომელიც პოეტებს ასეთი აბსურდების წერას ავალდებულებდა. არგენტინული სპორტული მედიაც დიეგო მარადონას ერთგვარად “ხარკს” უხდის და გაზეთებისა და ჟურნალების გარეკანებზე მარადონას სიფათს უფრო ხშირად შეხვდებით, ვიდრე მოქმედი ფეხბურთელებისას. ეს კარგია თუ არაა სწორი - რთული სათქმელია, მაგრამ სრულიად არგენტინამ “დიეგოიანეალობის” სენი რომ ვერ მოიშორა, ცხადია და როგორც ჭკვიანი ხალხი ამბობს, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ “ალბისელესტეს” უკანასკნელ პერიოდში არც ერთ ტურნირზე არ გაუმარჯვია.
და პაბლო რივიესი... იცით ვინაა პაბლო რივიესი? ერთი ნამეტანი ჭკვიანი კაცი ყოფილა, რომელიც არგენტინული ფეხბურთის ცოცხალ მეისტორიედ ითვლება. აუღია ხელში კალამი პაბლო ბაბუას, დამჯდარა და სულ მისხალ-მისხალ აღუწერია არგენტინული ფეხბურთის წარსული და აწმყო. მაგრამ დახეთ ფეხბურთის ქომაგების გაოცებას, როდესაც პაბლო რივიესის აღწერილობანში ლეო მესი საერთოდ არ ფიგურირებს. ზუსტად ასე - უბრალოდ საერთოდ არ ახსენა მესი და მორჩა! თითქოს ასეთი ფეხბურთელი არც არასოდეს ყოფილიყოს. რივიესის თქმით, ესაა საზღაური ლეო მესის მუნდიალზე ინერტულობისა და იგი ამ ფეხბურთელის გვარს მანამდე არ ახსენებს, ვიდრე რაიმე რეალურ გამარჯვებას არ მოიპოვებს არგენტინის ნაკრებში.
ნამეტანი გაცვდა, მოძველდა და გადახუნდა ლეო მესისა და მარადონას შედარება და მსჯელობა იმაზე, რომელი უფრო კარგი ფეხბურთელია. ამ ყველაფერმა აქტუალურობა მუნდიალის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაკარგა, მაგრამ სულ ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ პრინციპში მარტივად წარმოსადგენი რამ - უკანასკნელი მუნდიალის ფინალში ლეო მესის ნაცვლად დიეგო მარადონა რომ ყოფილიყო, რა შეიძლება მომხდარიყო. სულ ერთი წამით წარმოვიდგინოთ! სხვისი რა გითხრათ და მართლა მგონია, რომ არგენტინის ნაკრებს მარადონა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს მოაგებინებდა. მარადონა მართლა სულ სხვა იყო!
,,,,,,,,,,,
კარგად ჩანს ამ სტატიაში რამდენად დიდია დიეგო მესიზე
მგონი საკმარისია.მესე მაგარია მაგრამ ნწ იმათ დონემდე.ჩემი აზრით ვერასდროს მივა იმათ დონემდე.
ეს ასეა იქნება სულ სულ ბოლომდე.რაც არუნდა წეროთ და კალვიატურაზე წერით აწკაპუნოთ ჯერ პელე და დიეგო მერე დანარჩენები
This post has been edited by Vanpersie18 on 16 Apr 2016, 05:35