გუშინდელი თამაშის პატარა შეჯამება.
რაღა დავმალო და ამდენი მოთამაშისგან პასუხების მიღება, შემდეგ მათი აღრიცხვა და მოკლედ ზოგადად თამაშის ჩატარება ცოტა გამიჭირდა.
ზოგ კითხვაზე 14 კაცი მწერდით პასუხს, არ იყო ადვილი.
+ ცოდვა გამხელილ სჯობსო და გეტყვით რაც დენისას უკვე ვუთხარი

ვერ მოვასწარი და კითხვები არც კი მქონდა ჩამოწერილი. უბრალოდ მქონდა მოფიქრებული და ვწერდი თამაშის მიმდინარეობის პროცესში, შესაბამისად სისწრაფეში გამეპარა რამოდენიმე ხარვეზი რაზეც კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს.
ასევე სიამოვნებით მოვისმენდი "ფიდბექებს" თქვენგან.
რაც შეეხება მომავალს, როგორც დენისამ გუშინ დაწერა ჩვენ გვინდა და იმედია თქვენც, გადავიდეთ გუნდურ თამაშებზე.
უბრალოდ დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩემი თხოვნა და რეკომენდაცია იქნება უფრო მკაცრად შევთანხმდეთ წესებზე. მაგალითად: მივიღებთ პასუხების მხოლოდ ერთ-ვერსიას, არ დავუშვებთ შეცვლას, უფრო უნდა გამკაცრდეს კონტროლი მოსაფიქრებელ დროზე, დადგენილი დროის გასვლის შემდეგ აღარ მივიღებთ პასუხს და ა.შ მოკლედ აქაც ვის რა რეკომენდაცია გაქვთ გამოუშვით.
კითხვებს მოვამზადებთ მე და ბერგკამპი ორივე ერთად, აუცილებლდად ჩამოვწერთ წინასწარ და ყურადრებას მივქცევთ ყველა დეტალს, ამიტომ ხარვეზების რაოდენობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
როგორც უკვე გაჟღერდა გთავაზობთ შეიკრიბოთ 5 გუნდი:
ინგლისი
ესპანეთი
იტალია
გერმანია
დანარჩენები
საჭიროების შემთხვევაში გუნდების დამატება პრობლემა არ იქნება.
გამოიჩინეთ ინიციატივა და გუნდები დააკომპლექტეთ თქვენ თვითონ. ვფიქრობ კვირაში ერთხელ წინასწარ განსაზღვრულ დროს თამაში იქნება ოპტიმალური.
ასევე ჯერ დენისასთვის არ მითქვამს მაგრამ სურვილი მაქვს პაკეტის შეკიტხვების რაოდენობა გავზარდოთ მინიმუმ 15-მდე.
მოკლედ გამოუშვით იდეები, შევთანხმდეთ და დავიწყოთ შემდეგი კვირიდან. მივცეთ რეგულარული სახე და გამარჯვებულს...
ვაკისრებინოთ